ბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: zh:白俄罗斯苏维埃百科全书
ხაზი 20: ხაზი 20:
[[en:Byelorussian Soviet Encyclopedia]]
[[en:Byelorussian Soviet Encyclopedia]]
[[ru:Белорусская советская энциклопедия]]
[[ru:Белорусская советская энциклопедия]]
[[zh:白俄罗斯苏维埃百科全书]]

10:11, 3 ოქტომბერი 2010-ის ვერსია

ბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია (ბელარ. Белару́ская Саве́цкая Энцыклапе́дыя) — უნივერსალური ენციკლოპედია ბელორუსულ ენაზე 12 ტომად, გამოიცა მინსკში 1969—1975 წლებში. ესაა ბელორუსულ ენაზე პირველად დაბეჭდილი აკადემიური ენციკლოპედია.

ისტორია

ენციკლოპედიის შედგენაში ხუთი ათასზე მეტმა ავტორმა, მათ შორის, ბელორუსიის მეცნიერებათა აკადემიის 125-მა აკადემიკოსმა და წევრ-კორესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, ამას გარდა, სსრკ მეცნიერებათა აკადემიამ და მეცნიერებათა დარგობრივმა აკადემიამ, 344-მა მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა, 1650-მა მეცნიერებათა კანდიდატმა შეიტანა თავისი წვლილი. ავტორთა 85% ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბელორუსიის სსრ-ში.

აღწერილობა

თერთმეტი ტომი სტატიებსა და დამატებებს შეიცავს (11 ტომი), მე-12 თემატურ ტომს წარმოადგენს და ბელორუსიის სსრ-ს ეძღვნება. ენციკლოპედიაში სტატიათა საერთო რაოდენობაა 34 409, აქედან ბელორუსულ თემატიკას დაახლოებით 40% ეძღვნება. 6 ათასამდე სტატია ისტორიას ეთმობა, 10 ათასამდე სტატია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, დაახლოებით 6,7 ათასი სტატია გეოგრაფიას, 6,8 ათასამდე კულტურას, ხოლო 7 ათასამდე სტატია [[ბ იოგრაფია|ბიოგრაფიულია]]. თორმეტ ტომში 112 ფერადი ჩანართია (1554 ილუსტრაცია და 172 რუკაა), 215 შავ-თეთრი ჩანართია (3002 ილუსტრაცია), დაახლოებით 8 ათასი ილუსტრაცია და 500 რუკაა ტექსტებში.

წყაროები

  • Ад рэдакцыйнай калегіі // ბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია. — მინსკი : ბელენ., ტ.12