ადამიანის თავის ტვინი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: si:මිනිස් මොළය, zh:人腦
ბოტის დამატება: cs:Lidský mozek
ხაზი 25: ხაზი 25:


[[ar:دماغ بشري]]
[[ar:دماغ بشري]]
[[cs:Lidský mozek]]
[[en:Human brain]]
[[en:Human brain]]
[[es:Cerebro humano]]
[[es:Cerebro humano]]

16:37, 27 სექტემბერი 2010-ის ვერსია

თავის ტვინის აგებულება

ადამიანის თავის ტვინის სამგანზომილებიანი მოდელი

თავის ტვინი ქალას ღრუშია. მისი განყოფილებებია: მოგრძო ტვინი, ხიდი, ნათხემი, შუა ტვინი, შუამდებარე ტვინი, და დიდი ნახევარსფეროები. თავის ტვინში, ისევე როგორც ზურგის ტვინში მოთავსებულია თეთრი და რუხი ნივთიერებები. თეთრი ნივთიერება გამტარ გზებს წარმოქმნის. ისინი თავის ტვინს ზურგის ტვინთან, აგრეთვე თავის ტვინის ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებენ. რუხი ნივთიერება ცალკეული გროვების — ბირთვების — სახით თეთრი ნივთიერების შიგნით განლაგდება. გარდა ამისა რუხი ნივთიერება ტვინის ნახევარსფეროებს და ნათხემს გარს ეკვრის და ქმნის ქერქს.

მოგრძო ტვინი და ხიდი ზურგის ტვინის გაგრძელებაა, რეფლექსურ და გამტარ თვისებებს ასრულებს. მოგრძო ტვინის და ხიდის ბირთვები საჭმლის მონელებას, გული მოქმედებას და სხვა პროცესებს არეგულირებენ. ტვინის ამ განყოფილებებთანაა დაკავშირებული ღეჭვის, ყლაპვის, წოვის რეგულირება, აგრეთვე დამცველობითი რეფლექსები: გულისრევა, ცხვირის ცემინება, ხველა.

უშუალოდ მოგრძო ტვინის ზემოთ მდებარეობს ნათხემი. მისი ზედაპირი წარმოქმნილია რუხი ნივთიერებით — ქერქით, რომლის შიგნითაც თეთრ ნივთიერებაში მოთავსებულია ბირთვები. ნათხემი ცენტრალური ნერვული სისტემის მრავალ განყოფილებას უკავშირდება.

ნათხემი მოძრაობით აქტებს არეგულირებს. როდესაც ნათხემის ნორმალურად მუშაობა ირღვევა, ადამიანები კარგავენ ზუსტი, შეთანხმებული მოძრაობების და სხეულის წონასწორობის შენარჩუნების უნარს.

შუა ტვინში განლაგებულია ბირთვები, რომლებიც ჩონჩხის კუნთებისკენ მუდმივად აგზავნიან ნერვულ იმპულსებს, რაც მათ დაძაბულობას — ტონუსს უნარჩუნებს. შუა ტვინში გადის მხედველობითი და ბგერითი გაღიზიანებების საორიენტაციო რეფლექსების რეფლექსური რკალები.

მოგრძო ტვინი, ხიდი და შუა ტვინი ქმნის ტვინის ღეროს. აქედან გამოდის თავის ტვინის 12 წყვილი ნერვი. ნერვები ტვინს თავში განლაგებულ გრძნობათა ორგანოებთან, კუნთებთან და ჯირკვლებთან აკავშირებს.

შუამდებარე ტვინის მეშვეობით ყველა რეცეპტორიდან იმპულსები დიდი ნახევარსფეროების ქერქს გადაეცემა, რთული მამოძრავებელი რეფლექსების უმეტესი ნაწილი, როგორიცაა სიარული, სირბილი, ცურვა დაკავშირებულია შუამდებარე ტვინთან.

თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროები

ადამიანის ტვინის კარგად განვითარებული დიდი ნახევარსფეროები შუა და შუამდებარე ტვინს ფარავს. დიდი ნახევარსფეროების ზედაპირი — ქერქი — რუხი ნივთიერებებისგან არის წარმოქმნილი. ქერქის ქვეშ მოთავსებულია თეთრი ნივთიერება, რომლის სისქეში განლაგებულია ქერქქვეშა ბირთვები. ნახევარსფეროების ზედაპირი დანაოჭებულია. ღარები და ხვეულები საშუალოდ 2000—2500 სმ² — მდე ქერქის ზედაპირის ფართობს. ამ ფართობის 2/3-ზე მეტი ჩამალულია ღარებში. ქერქში 14 მილიარდამდე ნერონია.

ყოველი ნახევარსფერო ღარებით დაყოფილია შუბლის, თხემის, საფეთქლისა და კეფის წილებად. ყველაზე ღრმაა ცენტრალური ღარი, რომელიც შუბლის წილს თხემის წილისგან გამოყოფს და გვერდითი ღარი, რომელის საფეთქლის წილს შემოსაზღვრავს.