ჯეიმზ ბიუკენენი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: sr:Џемс Бјукенан
ბოტის შეცვლა: sr:Џејмс Бјукенан
ხაზი 130: ხაზი 130:
[[simple:James Buchanan]]
[[simple:James Buchanan]]
[[sq:James Buchanan]]
[[sq:James Buchanan]]
[[sr:Џемс Бјукенан]]
[[sr:Џејмс Бјукенан]]
[[sv:James Buchanan]]
[[sv:James Buchanan]]
[[sw:James Buchanan]]
[[sw:James Buchanan]]

02:33, 16 სექტემბერი 2010-ის ვერსია

ჯეიმზ ბიუკენენი
James Buchanan
ჯეიმზ ბიუკენენი James Buchanan
აშშ-ის მე-15 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1857 – 4 მარტი, 1861
ვიცე-პრეზიდენტი  ჯონ ბრეკინრიჯი
წინამორბედიფრანკლინ პირსი
მემკვიდრეაბრაამ ლინკოლნი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 მარტი, 1845 – 7 მარტი, 1849
პრეზიდენტიჯეიმზ ნოქს პოლკი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 დეკემბერი, 1834 – 5 მარტი, 1845

წარმომადგენელთა პალატის წევრი პენსილვანიიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1821 – 1831

დაბადებული23 აპრილი 1791
მერსერსბერგი, პენსილვანია
გარდაცვლილი1 ივნისი 1868
ლანკასტერი, პენსილვანია
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლეუცოლო
პროფესიაიურისტი, დიპლომატი
ხელმოწერა

ჯეიმზ ბიუკენენი (ინგლ. James Buchanan) (დ. 23 აპრილი, 1791 ― გ. 1 ივნისი, 1868) - აშშ-ის მე-15 პრეზიდენტი (1857-1861). იგი იყო ბოლო მე-18 საუკუნეში დაბადებული პრეზიდენტი, ერთადერთი პენსილვანიიდან და ერთადერთი, ვინც მთელი ცხოვრება უცოლო იყო.

იგი პრეზიდენტობამდე უკვე პოპულარული და გამოცდილი პოლიტიკოსი იყო. ის მოღვაწეობდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში პენსილვანიიდან, ჯეიმზ ნოქს პოლკის ადმინისტრაციაში იყო სახელმწიფო მდივანი, ფრანკლინ პირსის პრეზიდენტობის დროს იყო აშშ-ის წარმომადგენელი გაერთიანებულ სამეფოში.

მან რამდენჯერმე წარუმატებლად სცადა დემოკრატთა ნომინაციით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. ბიუკენენის ნომინირება 1856 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო კომპრომისი ორ მხარეს შორის მონათმფლობელობის საკითხზე. მისი გამარჯვება არჩევნებში დიდ წილად განაპირობა ოპოზიციის ხმების ორ კანდიდატს შორის გაყოფამ. ბიუკენენი იყო ჩრდილოეთის შტატიდან, თუმცა სიმპათია სამხრეთელების მიმართ ჰქონდა. პრეზიდენტის რანგში მისმა მცდელობამ შეენარჩუნებინა მშვიდობა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, უფრო დააშორა მხარეები. სამოქალაქო ომის წინა პერიოდში სამხრეთის შტატებმა უნიონიდან გამოყოფის შესახებ განაცხადეს. ბიუკენენის აზრით, გამოყოფა უკანონო იყო, თუმცა მას ომის დაწყება ამის შესაჩერებლად ასევე უკანონოდ მიაჩნდა. ამიტომ მას მათთვის დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია. იმ დროს როდესაც იგი პრეზიდენტის პოსტს ტოვებდა, საზოგადოებრივი აზრი მის მიმართ უარყოფითი იყო, ხოლო დემოკრატიული პარტია ორად იყო გაყოფილი. მისი საქმიანობის გამო, რაც წინ უძღვოდა სამოქალაქო ომს, იგი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პრეზიდენტად აშშ-ის ისტორიაში.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: