კიბორჩხალსახის ნისლეული: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: id:Nebula Kepiting
ბოტის დამატება: th:เนบิวลาปู
ხაზი 91: ხაზი 91:
[[sr:Месије 1]]
[[sr:Месије 1]]
[[sv:Krabbnebulosan]]
[[sv:Krabbnebulosan]]
[[th:เนบิวลาปู]]
[[tr:Yengeç Bulutsusu]]
[[tr:Yengeç Bulutsusu]]
[[uk:Крабоподібна туманність]]
[[uk:Крабоподібна туманність]]

01:24, 12 სექტემბერი 2010-ის ვერსია

კიბორჩხალისებრი ნისლიანობა (Messier 1, NGC1952) — ნისლიანობა კუროს თანავარსკვლავედში, რომელიც ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენს წარმოადგენს. მდებარეობს 6500 სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან. მისი დიამეტრი 6 სინათლის წელს შეადგენს და ფართოვდება 1000კმ/წ სისწრაფით. ნისლიანობის ცენტრში მდებარეობს ნეიტრონული ვარსკვლავი.

აღმოჩენის ისტორია

”კიბორჩხალისებრი ნისლიანობა” წარმოადგენს ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენებს რომელიც არაბული და ჩინური წყაროებით აფეთქდა 1054 წლის 4 ივლისს. აფეთქების ნათების ხილვა შესაძლებელი იყო შეუიარაღებელი თვალით და დღის ნათების მიუხედავათ 23 დღის განმავლობაში.

პერველად აღმოჩენილი იყო ჯონ ბევისის მიერ 1731 წელს, და ხელმეორედ 1758 წელს შარლ მესიეს მიერ.

სახელი კიბორჩხალისებრი ნისლიანობამ მიიღო ასტრონომ უილიამ პარსონსის ნახატის გამო, რომელმაც 36 დუიმიანი ტელესკოპი 1844 წელს გამოიყენა დასაკვირვებლად. ამ ნახატზე ნისლიანობა კიბორჩხალას წააგავდა. შემდგომ დაკვირვებისას 1848 წელს გამოიყენა ახალი 72 დუიმიანი ტელესკოპი და უფრო ზუსტი ნახატი გამოიყვანა, მაგრამ ”კიბორჩხალისებრი ნისლიანობის” სახელი შერჩა.

საინტერესო თვისებები

პულსარი

კიბორჩხალისებრი ნისლიანობა ინფრაწითელ დიაპაზონში (Spitzer Space Telescope)

ნისლიანობის ცენტრში მდებარეობს პულსარი PSR B0531+21, რომელიც ნეიტრონულ ვარსკვლავს წარმოადგენს, რომელიც ზეახალი აფეთქების შემდგომ დარჩა იმისთვის რომ გამოგვეცნო რომ პულსარები ნეიტრონულ ვარსკვლავს წარმოადგენს. ამ პულსარის ბრუნის სისწრაფე თავის ღერძის გარშემო 30 ბრუნს წამში უტოლდება.

გამოსხივება რეგისტრირდება აგრეთვე ელექტრომაგნიტურ სპექტრში, რადიო-დიაპაზონით დაწყებული და γ-გამოსხივებით დამთავრებული.

ტელესკოპების გამართვა

კიბორჩხალისებრი ნისლიანობა. ეს გამოსახულება მიღებულია მონაცემების შერწყმით - ოპტიკური დიაპაზონიდან (წითელი) ჰაბლის ტელესკოპიდან და რენდგენული გამოსახულებებისა (ლურჯი) ჩანდრას ტელესკოპიდან.

კიბორჩხალისებრი ნისლიანობა საკმაოდ ხშირად გამოიყენება ტელესკოპების გასამართად რენდგენულ ასტრონომიაში. ის საკმაოდ კაშკაშა რენდგენულ დიაპაზონში, თანაც ენერგიის ნაკადის სიმკრივე საკმაოდ მრუდია, რაც პულსარებში გამონაკლისია. ხანდისხან რენდგენულ ასტრონომიაში ნაკადის სიმკვრივის გაზომვის ერთეულად «Crab» და «milliCrab»-ს იყენებენ. სიკაშკაშით რენდგენულ დიაპაზონში კიბორჩხალისებრ ნისლიანობას მხოლოდ რამოდენიმე წყაო თუ აღემატება.

ზუსტი პერიოდული სიგნალი, რომელსაც პულსარი ასხივებს, რენდგენულ ტელესკოპებში გამოიყენება დროის ინტერვალის გასაზომად და შესამოწმებლად

დაკვირვება

М1 მდებარეობს ვერძის თანავარსკვლავედში



ლიტერატურა

  1. Journal of Astronomy, part 9, chapter 56 of Sung History (Sung Shih) first printing, 1340. (Facsimile on the frontispiece of Misner, Thorne, Wheeler Gravitation, 1973.)
  2. Mitton, S. «The Crab Nebula», Charles Schribner’s Sons, 1978.
  3. Ruderman, Malvin A. Highlights of Modern Astrophysics: Old and New Neutron Stars, pp.21-44. ISBN 0-471-82421-6, Stuart L. Shapiro and Saul A. Teukolsky. 1986.
  4. Manchester R. & Taylor J. «Pulsars», Freeman, 1977
  5. Lyne, A. G. & Graham-Smith F. «Pulsar astronomy», Cambridge University Press, 1998

იხილეთ აგრეთვე

გარე ბმულები