ლევ ტოლსტოი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ext:Leo Tolstoy
ბოტის დამატება: ckb:لێئۆ تۆلستۆی
ხაზი 75: ხაზი 75:
[[bs:Lav Tolstoj]]
[[bs:Lav Tolstoj]]
[[ca:Lev Nikolàievitx Tolstoi]]
[[ca:Lev Nikolàievitx Tolstoi]]
[[ckb:لێئۆ تۆلستۆی]]
[[cs:Lev Nikolajevič Tolstoj]]
[[cs:Lev Nikolajevič Tolstoj]]
[[cv:Толстой Лев Николаевич]]
[[cv:Толстой Лев Николаевич]]

22:45, 11 სექტემბერი 2010-ის ვერსია

ლევ ტოლსტოი
რუს. Толсто́й Лев Никола́евич
ფაილი:Lev Tolstoj.jpg
დაბადების თარიღი 28 აგვისტო, 1828(1828-08-28)
დაბადების ადგილი სოფ. იასნაია პოლიანა, ტულის ოლქი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 7 ნოემბერი, 1910(1910-11-07)
გარდაცვალების ადგილი ტამბოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია
დასაფლავებულია იასნაია-პოლიანა
ფსევდონიმი Л. Н. Т. და Л. Н.[1]
საქმიანობა რომანისტი, ფილოსოფოსი, პუბლიცისტი
ენა ფრანგული ენა და რუსული ენა
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია[2] [3]
ალმა-მატერი ყაზანის უნივერსიტეტი
ჟანრი რომანები, მოთხრობები,
მიმდინარეობა რეალიზმი
Magnum opus ანა კარენინა, ომი და მშვიდობა
ჯილდოები წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი, Medal For defence of Sebastopol, Medal In memory of Crimean War და Medal In memory of 50th anniversary of defence of Sevastopol[4]
მეუღლე სოფია ტოლსტაია[5]
შვილ(ებ)ი სერგეი ტოლსტოი, ტატიანა სუხოტინა-ტოლსტაია, ილია ტოლსტოი, ლევ ტოლსტოი[6] , მარია ტოლსტაია, Andrey Tolstoy, Mikhail Tolstoy და ალექსანდრა ტოლსტაია
ნათესავ(ებ)ი Ilya Andreyevich Tolstoy, Tatyana Tolstoy-Paus, ნიკიტა ტოლსტოი, Fyokla Tolstaya, Viktoria Tolstoy, Pyotr Olegovich Tolstoy და Vladimir Tolstoy
ხელმოწერა
საიტი tolstoy.ru
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოი (რუს. Лев Николаевич Толстой) (დ. 28 აგვისტო/9 სექტემბერი, 1828, სოფ. იასნაია-პოლიანა, ახლანდელი ტულის ოლქი ― გ. 7 ნოემბერი/ 20 ნოემბერი, 1910, რკინიგზის სადგური ასტაპოვო, ახლანდელი სადგური ლევ-ტოლსტოი, ლიპეცკის ოლქი, დაკრძალულია იასნაია-პოლიანაში), რუსი მწერალი.

ბიოგრაფია

დაიბადა მდიდარ და დიდგვაროვან ოჯახში (მამა - გრაფი ნიკოლოზ ილიას ძე, 1812 სამამულო ომის მონაწილე; დედა - მარია ვოლკონსკაია). მშობლები ადრე გარდაეცვალა. იასნაია-პოლიანაში მიიღო საფუძვლიანი შინაური განათლება. 1844-1847 წლებში სწავლობდა ყაზანის უნივერსიტეტში. 1851 უფროს ძმასთან ერთად გაემგზავრა კავკასიაში, სადაც თერგის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ბანაკში განაწესეს. 1852 წელს თბილისში დაწერა პირველი მოთხრობა "ბავშვობა" (ამავე წელს დაიბეჭდა "სოვრემენნიკში"), რომელმაც შემდგომ "ყრმობასა" (1852-1854) და "სიჭაბუკესთან" (1855-1857) ერთად ავტობიოგრაფიული ტრილოგია შეადგინა. ამ პერიოდში 1851 წელს მწერალი თბილისს ესტუმრა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სამხედრო გზამ, დარიალის ხეობამ. მოინახულა გერგეტის სამების მონასტერი. თბილისში თითქმის ხუთი თვე დაყო. აქ მან მიიღო სამხედრო ჩინი და დაინიშნა სამსახურში. მის პირად წერილებში და 1851-1853 ჩანაწერებში ხშირად მოიხსენიება საქართველოს და ქართველებს. 90-იან წლებიდან გაძლიერდა ტოლსტოის კავშირი ქართველ ინტელიგენციასთან. პირადი ურთიერთობა და მიმოწერა ჰქონდათ ი. ნაკაშიძეს, ნ. ნაკაშიძეს, ბ. გეგიძეს, გ. დადიანს, მ. ბოლქვაძეს, მ. ყიფიანს.

1854 კავკასიიდან დუნაის არმიაში გადავიდა. ყირიმის ომის დროს სევასტოპოლის სახიფათო IV ბასტიონზე იბრძოდა. იქ მიღებულმა შთაბეჭდილებებმა მდიდარი მასალა მისცა "სევასტოპოლური მოთხრობებისათვის" (გამოქვეყნდა 1855-1856), რომლებშიც დასმულია ომის, მშვიდობის, პატრიოტიზმის, სიკვდილ-სიცოცხლის, გმირობისა და მამაცობის პრობლემები. მწერლის აზრით, უბრალო ხალხს სძულს ომი, გულმოდგინე შრომისათვის მას მშვიდობა სჭირდება, მაგრამ ქვეყნის, ნაშრომის, ოჯახის მტრისაგან დასაცავად ის იარაღით ხელში აღდგება. ომის ბედსაც სწორედ ხალხი წყვეტს. 1855 ტოლსტოი პეტერბურგში ჩავიდა, დაუახლოვდა ნ. ნეკრასოვს, ი. ტურგენევს, ი. გონჩაროვს, ა. ოსტროვსკის, ნ. ჩერნიშევსკის. 1856 საბოლოოდ გამოეთხოვა სამხედრო სამსახურს . დასახლდა იასნაი-პოლიანაში. ერთი წლის შემდეგ ევროპაში იმოგყაურა. სამშობლოში დაბრუნებულმა 1859 იასნაი-პოლიანაში გახსნა სკოლა გლეხთა ბავშვებისათვის. გამოსცა პედაგოგიური ჟურნალი "იასნაია პოლიანა" (1862). ჩამოაზალიბა საკუთარი თეორია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ძალადობაზე დამყარებულ ოფიციალურ პედაგოგიურ შეხედულებებს. შემდგომაც, 70-იან წლებში, ტოლსტოი კვლავ დაუბრუნდა პედაგოგიურ მოღვაწეობას იასნაია-პოლიანის სკოლაში. დაწერა "ანბანი" (1871-1872), "ახალი ანბანი" (1874-1875), მათ მიუსადაგა ოთხი "რუსული საკითხავი წიგნი", რომლებშიც შეიტანა თავისი მოთხრობები, გადამუშავებული ზღაპრები და იგავ-არაკები.

60-იანი მწერალმა წლებში გამოაქვეყნა რომანი "ოჯახური ბედნიერება" (1858-1859), მოთხრობები "კაზეკები" (1853-1863), "პოლიკუშკა" (1861-1863), ხოლო 1863-1869 მან შექმნა რომან-ეპოპეა "ომი და მშვიდობა" (პუბლიკაცია დაიწყო 1868). ტოლსტოის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესია აგრეთვე რომანი "ანა კარენინა" (1873-1877, გამოქვეყნდა 1876-1877). მან ამ რომანში ასახა რეფორმის შემდგომ რუსეთის ცხოვრება.

ტოლსტოის კალამს ეკუთვნის მოთხრობა "კრეიცერის სონატა" (1887-1789, გამოქვეყნდა 1891), დრამა "მეუფება წყვდიადისა" (1866), კომედია "განათლების ნაყოფი" (1886-1890, გამოქვეყნდა 1891), მოთხრობა "ივან ილიჩის სიკვდილი" (1884-1886). უმნიშვნელოვანესი თხზულებაა რომანი "აღდგომა" (1889-1899). კავკასიის თემისადმი მიძღვნილია მოთხრობა "ჰაჯი-მურატი" (1896-1904, გამოქვეყნდა 1912). ჰაჯი-მურატის პიროვნებით იგი თბილისში ყოფნის დროს დაინტერესდა.


1910 წელს ტოლსტოიმ სამუდამოდ მიატოვა იასნაია-პოლიანა და სამხრეთისაკენ გასწია, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. მწერლის ანდერძისამებრ, მის საფლავს არ ამშვენებს არც ძეგლი და არც ჯვარი. ვაჟა-ფშაველა გამოეხმაურა მწერლის გარდაცვალებას ლექსით "ლევ ტოლსტოის სიკვდილზე".

ლიტერატურა

  • ასათიანი ლ., ლევ ტოლსტოი და საქართველო, ტფ., 1936;
  • ლორთქიფანიძე ო., ლევ ტოლსტოი, თბ., 1979;
  • ნაკაშიძე ნ., ლევ ტოლსტოის ახლოს, თბ., 1954;
  • ღუდუშაური პ., დიდი რუსი მწერალი ლ. ნ. ტოლსტოი, თბ., 1953;
  • ჯიბლაძე გ., კრიტიკული ეტიუდები, ტ. 5, თბ., 1974;
  • Гусев Н. Н., Летопись жизни и творчества Льва Николаевича Толстого. 1828-1890, М., 1958; т. 2, 1891-1910, М., 1960;
  • Мотылева Т. Л., О мировом знаыени Л. Н. Толстого, М., 1957;
  • Мышковская Л. М., Творчество Л. Н. Толстого, М., 1958;
  • Талиашвили Г. М., Лев Толстой в Грузии, Тб., 1951;
  • ტალიაშვილი გ., ქსე, ტ. 10, გვ. 14-15, თბ., 1986

თარგი:Link FA

  1. Л. Н. История моего детства // Современник / под ред. А. С. Пушкин, П. А. Плетнёв, А. А. Краевский и др. — СПб: Иван Иванович Панаев, Николай Алексеевич Некрасов, 1852. — Т. XXXI, вып. 9. — С. 5–104.
  2. http://www.tandfonline.com/doi/pdf/10.1080/00905999708408490
  3. http://www.tandfonline.com/doi/pdf/10.1080/13507486.2011.574682
  4. https://web.archive.org/web/20130511000305/http://historymania.info/view_post.php?id=141
  5. Rodovid — 2005.
  6. Pas L. v. Genealogics — 2003.