ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ar:ستارغيت يونيفرس (مسلسل)
ბოტის დამატება: da:Stargate Universe
ხაზი 46: ხაზი 46:
[[ca:Stargate Universe]]
[[ca:Stargate Universe]]
[[cs:Stargate Universe]]
[[cs:Stargate Universe]]
[[da:Stargate Universe]]
[[de:Stargate Universe]]
[[de:Stargate Universe]]
[[en:Stargate Universe]]
[[en:Stargate Universe]]

11:35, 8 სექტემბერი 2010-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარსკვლავთკარიბჭე (მრავალმნიშვნელოვანი).
ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო
ფაილი:Logo Stargate Universe.jpg
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: კანადა კანადა
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ბრედ რაითი, რობერტ კუპერი
ხანგრძლივობა 1 სერია — 42 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი Sci-Fi
რესურსები ინტერნეტში
საიტი


ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო (ინგლ. Stargate: Universe) სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ამერიკულ–კანადური ტელესერიალი იქნება. მის შესახებ ჯერ-ჯერობით მხოლოდ მწირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. სერიალის შემქმნელები არიან ბრედ რაითი და რობერტ კუპერი და იგი ვარსკვლავთკარიბჭე SG-1-ის განშტოება იქნება. ეთერში მისი გასვლა დაგეგმილია 2009 წლის გაზაფხულში.

ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო ვარსკვლავთკარიბჭე: ატლანტისისა და ვარსკვლავთკარიბჭე SG-1-ის დარად ვარსკვლავთკარიბჭის გამოგონილი სამყაროს განუყოფელი ნაწილი იქნება.

ქარგა

რობერტ კუპერის სიტყვებით ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო „შეინარჩუნებს ვარსკვლავთკარიბჭის სულისკვეთებას, მაგრამ სრულიად ახალ „სამყაროს“ წარმოგვიდგენს“, რომელიც იქნება „ცალკე, მთლიანად დამოუკიდებელი სინამდვილე“. ჯოზეფ მალოზის ცნობით „ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო არამხოლოდ მოხიბლავს ძველ ფანატებს, არამედ მოიზიდავს კიდეც ახალთ და მათთვის სავალდებულო არ იქნება, რომ შესძლონ ალტერანის გარჩევა ასურანისაგან“, იგი „მრავალი კუთხით […] ფრანშიზის ბევრად უფრო ინტელექტუალური და დაღვინებული ნაშიერია. ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო მყარად ეფუძნება ვარსკვლავთკარიბჭის მითოლოგიას და მკაფიოდ ჰბადებს ახალ და აღმტყინებელ მიმართულებას“.

ვარსკვლავთკარიბჭე: სამყაროს მოქმედება ძველების ხომალდზე გაიშლება. მილიონობით წლის წინ ძველები ამ ხომალდზე ატარებდნენ ცდებს, რომელთა მიზანი იყო ხომალდის გაგზავნა უცნობის გალაქტიკების საზღვრებამდე და შემდეგ ხომალდთან კავშირის დამყარება ვარსკვლავთკარიბჭის მეცხრე შევრონის მეოხებით. ამგვარად, სერიალში დიდი მნიშვნელობა ექნება მეცხრე შევრონის გამოყენების საკითხს.

ძველებმა ვერ შესძლეს ამ ცდის დასრულება, რამეთუ მთელი თავისი დრო ამაღლებას მიუძღვნეს.

სერიალი დაიწყება მილიონობით წლის წინ (პეგასის გალაქტიკაში მათ გადახვეწამდე ბევრად უფრო ადრე) ძველების მიერ ორი ხომალდის გაშვების ჩვენებით. ამ ხომალდათაგან ერთის დანიშნულებაა ვარსკვლავთკარიბჭეების დაყენება სხვადასხვა პლანეტებზე, ხოლო მეორესი კი — ვარსკვლავთკარიბჭეთა კვალზე სვლა და თან სამყაროს შესწავლა.