პორტუ: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: vi:Porto
No edit summary
ხაზი 10: ხაზი 10:


{{ესკიზი-პორტუგალია}}
{{ესკიზი-პორტუგალია}}
{{მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები პორტუგალიაში}}

[[კატეგორია:პორტუგალიის ქალაქები|*]]
[[კატეგორია:პორტუგალიის ქალაქები|*]]
[[კატეგორია:მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები პორტუგალიაში]]
[[კატეგორია:მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები პორტუგალიაში]]

07:49, 1 სექტემბერი 2010-ის ვერსია

პორტუს გერბი
პორტუ ქვეყნის რუქაზე
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 755
ინგლ.რუს.ფრ.

პორტუ (პორტ. Porto), თავიდან ერქვა პორტუს კალე -- ამ სახელწოდებიდან წარმოიქმნა მთელი ქვეყნის სახელწოდება პორტუგალია . ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 263.000 ადამიანს, აგლომერაციისა კი - 1.551.950-ს და სიდიდით მეორე ქალაქია ქვეყანაში; ასევე, პორტოს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი და ნორტეს რეგიონის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთში, მდ. დუეროს ჩრდ. სანაპიროზე, ატლანტის ოკეანის შესართავთან. ქალაქს ხმელთაშუა ზღვის კლიმატი ახასიათებს, თუმცა მასზე გავლენას ატლანტის გრილი ნიავი ახდენს, მიუხედავად ამისა ზაფხულში, განსაკუთრებით კი აგვისტოში, აქ ტემპერატურა 40 °C-ს აღწევს.

ქვეყანა პორტუგალია და პორტვეინი (პორტ.: Vinho do Porto) სახელს ამ ქალაქიდან იღებენ. პორვეინი ქვეყნის ყველაზე განთქმული პროდუქტია. მისი სახელი მომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ეს ღვინო ძველდება პორტუს სამხრეთით დობილი ქალაქი ვილა-ნოვა-დე-გაიას ღვინის სარდაფებში. პორტვეინი მის დამახასიათებელ გემოს იღებს ბრენდისგან, რომელსაც მას ფერმენტაციის პროცესის განმავლობაში ამატებენ. ეს დანამატი იწვევს ფერმენტაციის შეჩერებას, რაც ყურძნის სიტკბოს შენარჩუნებას განაპირობებს. ამ პროცესის შედეგი სრულიად შემთხვევით აღმოჩენილ იქნა ბრიტანელ ვაჭართა მიერ, რომლებმაც ღვინოს ბრენდი დაამატეს უბრალოდ მისი ინგლისისკენ ხანგრძლივი ტრანსპორტირების განავლობაში შენარჩუნებისთვის.

პორტუ ასევე ამავე სახელწოდების აგლომერაციის შუაგულშია. ეს პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიალიზებული ცენტრია, რიც გამოც პორტუს ხშირად უწოდებენ "A capital do norte" (ქართ.: "ჩრდილოეთის დედაქალაქი"), მისი სამეწარმეო სულისკვეთების, დამახასიათებელი კულტურის, ხალხისა და ადგილობრივი სამზარეულოს გამო.