მართა ვაშინგტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ro:Martha Washington
ბოტის დამატება: da:Martha Washington
ხაზი 25: ხაზი 25:
[[cs:Martha Washingtonová]]
[[cs:Martha Washingtonová]]
[[cy:Martha Washington]]
[[cy:Martha Washington]]
[[da:Martha Washington]]
[[de:Martha Washington]]
[[de:Martha Washington]]
[[en:Martha Washington]]
[[en:Martha Washington]]

17:06, 28 აგვისტო 2010-ის ვერსია

მართა ვაშინგტონი

დენდრიჯი, მართა პარკ-ქასთის ვაშინგტონი (ინგლ. Martha Dandridge Parke-Custis Washington) (დ. 2 ივნისი 1731, უილიამსბურგი, ვირჯინია — გ. 22 მაისი 1802, მაუნთ ვერნონი, ვირჯინია), ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, მისი მეუღლე იყო ამერიკის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი.

ბიოგრაფია

დაიბადა უილიამსბურგთან (ვირჯინია) ახლოს, ვირჯინიელი პლანტატორის ჯონ დენდრიჯის ოჯახში. 18 წლის ასაკში დაქორწინდა მდიდარ, მასზე 20 წლით უფროს დენიელ პარკ-ქასთისზე. მათ ჰყავდათ ოთხი შვილი, რომელთაგანაც მხოლოდ ორმა მიაღწია ზრდასრულ ასაკს. 1757 წელს დენიელ ქასთისი გარდაიცვალა.

მისი მეუღლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, 1759 წლის 6 იანვარს, მართა დენბრიჯი ცოლად გაჰყვა პოლკოვნიკ ჯორჯ ვაშინგტონს. დაქორწინების შემდეგ ისინი ცხოვრობდნენ ვაშინგტონის სახლში მაუნთ ვერნონში. მათ თანაცხოვრებისას საერთო შვილი არ ჰყოლიათ.

მართა დენდრიჯი წინააღმდეგი იყო ჯორჯ ვაშინგტონის გაპრეზიდენტებისა და ინაუგურაციასაც კი არ დასწრებია, თუმცა შემდეგ მან ნათლად შეასრულა ყველა ის მოვალეობა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედის ეკისრებოდა.

მართა ვაშინგტონი გარდაიცვალა მაუნთ ვერნონში, იგი დაკრძალეს 1802 წლის 22 მაისს. 1831 წელს იგი გადაასვენეს აკლდამაში თავისი მეუღლის გვერდით.

მართა დენდრიჯი საფოსტო მარკაზე

1902 წელს მართა დენდრიჯი გახდა პირველი ქალი, რომელიც ამერიკის შეერთბული შტატების საფოსტო მარკაზე გამოისახა.