ატომური ნომერი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: frr:Atoomnumer
ბოტის შეცვლა: vec:Nùmaro atòmego
ხაზი 15: ხაზი 15:
[[კატეგორია:ატომური ფიზიკა]]
[[კატეგორია:ატომური ფიზიკა]]
[[კატეგორია:ფიზიკა]]
[[კატეგორია:ფიზიკა]]

[[frr:Atoomnumer]]


[[af:Atoomgetal]]
[[af:Atoomgetal]]
ხაზი 41: ხაზი 43:
[[fiu-vro:Aadomarv]]
[[fiu-vro:Aadomarv]]
[[fr:Numéro atomique]]
[[fr:Numéro atomique]]
[[frr:Atoomnumer]]
[[fur:Numar atomic]]
[[fur:Numar atomic]]
[[fy:Atoomnûmer]]
[[fy:Atoomnûmer]]
ხაზი 100: ხაზი 101:
[[ur:جوہری نمبر]]
[[ur:جوہری نمبر]]
[[uz:Atom raqami]]
[[uz:Atom raqami]]
[[vec:Numero atomego]]
[[vec:Nùmaro atòmego]]
[[vi:Số nguyên tử]]
[[vi:Số nguyên tử]]
[[yi:אטאם נומער]]
[[yi:אטאם נומער]]

13:38, 25 აგვისტო 2010-ის ვერსია

ატომური ნომერი (Z) ქიმიასა და ფიზიკაში გამოყენებული ცნებაა, რომელიც გამოხატავს ატომის ბირთვში პროტონების რაოდენობას. სქემატურად ატომი შეიძლება მიახლოებით წარმოვიდგინოთ, როგორც პროტონებისა (p+) და ნეიტრონების (n) მჭიდრო გროვა (ბირთვი), რომლის ირგვლივაც მოძრაობს ელექტრონები (e-). ატომის ელექტრული მუხტი ნულია, რამეთუ მასში ელექტრონთა რაოდენობაც უდრის მისსავე ატომური ნომერს (Z) (+e მუხტის მქონე Z პროტონი და -e მუხტის მქონე Z ელექტრონი აბათილებენ ერთმანეთის მუხტს და ჯამში გავძლევენ 0 კულონს).

თავდაპირველად, ეს ნომერი განსაზღვრავდა ქიმიური ელემენტის ადგილს მენდელეევის ელემენტთა პერიოდულობის ცხრილში. როდესაც დიმიტრი მენდელეევმა იმ დროისათვის ცნობილი ქიმიური ელემენტები დააჯგუფა მათი თვისებების მიხედვით, შენიშნა რომ ატომური მასის ზრდის მიხედვით დალაგებას არალოგიკურ შედეგებამდე მივყავდით: მაგალითად, იოდსა და ტელურს მათი ატომური მასიდან გამომდინარე შებრუნებით უნდა დაეკავებინათ ადგილები. შეუსაბამოებებმა, ქიმიური თვისებების მიხედვით განდასებაში რომელიც განსაზღვრავდა ატომურ ნომერს და დაახლოებით შეესაბამებოდა ატომურ მასას, აჩვენეს რომ ატომური მასა გამოსახავს არამხოლოდ მასას არამედ სხვა თვისებებსაც.

კავშირი მასასა და მუხტთან

ატომური მასის მიხედვით და ატომური ნომრის მიხედვით განდასებებს შორის გადახრები ახსნილ იქნა ჰენრი მოზლის შრომებში 1931 წელს, რომლებმაც აჩვენეს მკაცრი დამოკიდებულება ელემენტების რენტგენის სხივების დიფრაქციასა და მენდელეევის ელემენტთა პერიოდულობის ცხრილში მათ მდებარეობას შორის. შემდგომში ნაჩვენები იქნა, რომ ატომური ნომერი შეესაბამება ბირთვის მუხტს ანუ ბირთვში პროტონების რაოდენობას. ამგვარად, ელემენტის თვისებებს განსაზღვრავს ბირთვის მუხტი და არა მასა.

ატომური ნომერი გარკვეულ კავშირშია ატომურ მასასთან, მაგრამ მათ შორის მაინც არის სხვაობა. ეს კავშირი გამოწვეულია იმით რომ, ერთის მხრივ, ატომური მასა დამოკიდებულია ბირთვში ნეიტრონებისა და პროტონების რაოდენობაზე, ხოლო, მეორეს მხრივ კი, ატომური ნომერი განისაზღვრება ბირთვში პროტონების რაოდენობით.

ატომური მასა ხშირად მოიხსენება ელემენტის სახელის მერე, მაგ.: ხშირია საუბარი ნახშირბად–14–ზე (რომელიც გამოიყენება არქეოლოგიაში ორგანული წარმოშობის ნივთების დასათარიღებლად), ამით ხაზი ესმება მის განსხვავებას ნახშირბად–12–ისაგან (ნახშირბადის ბუნებაში ყველაზე უფრო გავრცელებული იზოტოპი).