ტენესი უილიამსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: ru:Уильямс, Теннесси
ბოტის დამატება: be:Тэнесі Уільямс
ხაზი 32: ხაზი 32:


[[an:Tennessee Williams]]
[[an:Tennessee Williams]]
[[be:Тэнесі Уільямс]]
[[bg:Тенеси Уилямс]]
[[bg:Тенеси Уилямс]]
[[bn:টেনেসি উইলিয়ামস]]
[[bn:টেনেসি উইলিয়ামস]]

14:16, 19 აგვისტო 2010-ის ვერსია

ფაილი:Tennessee-williams.jpg
ტენესი ვილიამსი, ჟურნალი "ლაიფ"-ის გარეკანზე, 1948

თომას ლანიერ უილიამს III (26 მარტი, 1911 - 25 თებერვალი, 1983), უკეთ ცნობილი ფსევდონიმით ტენესი უილიამსი (Tennessee Williams) -- წამყვანი ამერიკელი და მსოფლიოს ერთი-ერთი უმნიშვნელოვანესი მწერალი-დრამატურგი. მეტსახელი ტენესი მას სკოლის მეგობრებმა შეარქვეს სამხრეთული აქცენტისა და მამამისის ტენესის შტატიდან წარმოშობის გამო. დრამებისთვის "სურვილის ტრამვაი" (A Streetcar Named Desire) 1948 წელს და "კატა ცხელ თუნუქის სახურავზე" (Cat On a Hot Tin Roof) 1955 წელს მას პულიცერის ჯილდოები აქვს მიღებული. ამ ჟანრის კრიტიკოსთა მტკიცებით უილიამსის ნაშრომები სამხრეთის გოთურ სტილს ეკუთვნის.

ბიოგრაფია

ტენესი ვილიამსის ოჯახს ბევრი უსიამოვნება თუ უბედურება გადახდა თავს, რაც უილიამსის შემოქმედების ლეიტმოტივი გახდა. ის კოლუმბუსში, მისისიპი, დაიბადა, თუმცა 3 წლის ასაკში ოჯახი იმავე შტატის ქალაქ კლარკსდეილში გადასახლდა. 1918 წელს ოჯახი ისევ გადადის ამჯერად სენტ-ლუისში, მისური. მამამისი, კორნელიუს უილიამსი, მოგზაური ფეხსაცმელების გამყიდველი იყო, რომელიც რაც დრო გადიოდა და ბავშვები იზრდებოდნენ, მით უფრო მკაცრი და აუტანელი ხდებოდა. ტენესის დედა, ედვინა უილიამსი, ასევე სამხრეთიდან იყო წარმოშობით და საკმაოდ გულჩათხრობილი ქალი იყო.

უილიამსმა მისი პირველი სახალხოდ შესრულებული სცენარი "ქაირო, შანჰაი, ბომბეი!" 1935 წელს დაწერა, რომელიც პირველად ამავე წელს მემფისში, ტენესი, დაიდგა.

მრავალი წლის განმავლობაში უილიამსი ნიუ-ორლეანის, ლუიზიანა, ფრანგულ კვარტალში ცხოვრობდა. აქ ის პირველად 1939 წელს გამდმოვიდა. 1947 წელს აქ დაწერა მან "სურვილის ტრამვაი".

ტენესი ახლოს იყო მის დასთან, როუზ უილიამსთან. ამ უკანასკნელს მასზე დიდი ზეგავლენა მოუხდენია. ის ელეგანტური, ტანადი ლამაზმანი იყო, რომელსაც ნერვული შეტევები აწუხებდა და რომელსაც მოგვიანებით შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. სულიერად ავადმყოფმა როუზმა თითქმის მთელი საკუთარი ზრდასრული ცხოვრება საგიჟეთში გაატარა. მასზე თერაპიის განხორციელების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ როუზის მშობლებმა გადაწყივტეს მისთვის პრეფრონტალური ლობოტომიის ოპერაცია გაეკეთებინათ. 1943 წელს ვაშინგონში ჩატარებლი ოპერაცია ცუდად წარმიმართა და როუზი დარჩენილი ცხოვრება ნახევრად ცნობიერება დაკარგული არსებობდა.

როუზის უბედურება ტენესისთვის დიდი დარტყმა იყო, რომელმაც ვერასდროს აპატია საკუთარ მშობლებს ოპერაციის ჩატარებაზე უფლების გაცემა. ეს შესაძლოა მისი ალკოჰოლიზმის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი ყოფილიყო. მისი მრავალი სცენარისთვის დამახასიათებელი "შეშლილი გმირი" შესაძლოა საკუთარი დის ზეგავლენა ყოფილიყოს.

ტენესის სცენარების პერსონაჟები ხშირად განიხილება როგორც საკუთარი ოჯახის წევრების პირდაპირი რეპრეზენტაცია. ლორა ვინგფილდი დადგმაში "The Glass Menagerie" მის დას წააგავს. ზოგიერთი ბიოგრაფის ცნობით ბლანშ დიუბუას პერსონაში დრამაში "სურვილის ტრამვაი" ასევე მისი დის განსახიერებაა. ლობოტომიის მოტივი ჩნდება დადგმაში "უეცრად, გასულ ზაფხულს". ამანდა ვინგფილდი დადგმაში "The Glass Menagerie" ასევე დედამისის წარმოსახვაა. მის პერსონაჟთა უმრავლესობა ავტობიოგრაფიულია, მათ შორის ტომ ვინგფილდი "The Glass Menagerie"-ში და სებასტიანი "უეცრად, გასულ ზაფხულს"-ში. მსახიობი ენ მიჩემი ტენესის ახლო მეგობარი იყო და მრავალი როლი აქვს შესრულებული მის დადგმებში.

საკუთარ მემუარებში დრამატურგი აღნიშნავს, რომ სექსუალურად აქტიური მოზარდობის ჟამს გახდა. თუმცა მისი ბიოგრაფი ლილ ლევერიხი მიუთითებს რომ ეს მხოლოდ მის გვიან 20-იან წლებში მოხდა. მისი ფიზიკური და ემოციური ურთიერთობა საკუთარ მდივანთან ფრენკ მერლოსთან 1947 წლიდან 1961 წლამდე გრძელდებოდა და მის ემოციურ სტაბილურობასა და პროდუქტიულობას უზრუნველჰყობდა, რამაც შესაძლებლობა მისცა მისი საუკეთესო ნამუშევრები შეექმნა. მერლო უილიამსის მრავალი დეპრესიის დამაბალანსებელი იყო, განსაკუთრებით კი პანიკური შიშისა, რომ უილიამსი საკუთარი დის მსგავსად თავადაც გაგიჟდებოდა. მერლო 1961 წელს კიბოს დაავადების გამო გარდაიცვალა, რამაც უილიამსი ღრმა, თითქმის ათწლიან, დეპრესიაში ჩააგდო.

ტენესი უილიამსი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა უბედური შემთხვევის გამო - ბოთლის სახურავი გადასცდა. თუმცა ზოგიერთის (მათ შორის მისი ძმის) ცნობით ის მოკლულ იქნა. საპირისპიროდ, პოლიციის ანგარიშში მითითებულია, რომ სიკვდილი წამლის დოზის გადამეტებასთან უნდა იყოს დაკავშირებული, ვინაიდან მისი სხეულის ქვეშ ცარიელი წამლის ბოთლი იპოვეს.

დაკრძალულია კლავარის სასაფლაოზე სენტ-ლუისში, მისური, მიუხედავად მისი სურვილისა დაეკრძალათ ზღვაში დაახლოებით იმავე ადგილას სადაც პოეტი ჰარტ კრეინი იყო, რომელსაც ის საკუთარ ყველაზე დიდ შთაგონებად მიიჩნევდა. საკუთარი ლიტერატურული უფლებები სევანის სამხრეთის უნივერსიტეტს დაუტოვა, ბაბუამისის, უოლტერ დეკინის პატივსაცემად, რომელიც ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო. მისი ფონდები დღეს კრეატიული მწერლობის პროგრამას აფინანსებს.

დრამატურგია (ქრონოლოგიურად)