პოლ საბატიე (ქიმიკოსი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: no:Paul Sabatier
ბოტის დამატება: da:Paul Sabatier
ხაზი 16: ხაზი 16:
[[ca:Paul Sabatier]]
[[ca:Paul Sabatier]]
[[cs:Paul Sabatier]]
[[cs:Paul Sabatier]]
[[da:Paul Sabatier]]
[[de:Paul Sabatier (Chemiker)]]
[[de:Paul Sabatier (Chemiker)]]
[[en:Paul Sabatier (chemist)]]
[[en:Paul Sabatier (chemist)]]

08:51, 14 აგვისტო 2010-ის ვერსია

პოლ საბატიე (დ. 5 ნოემბერი, 1854, კარკასონი — გ. 14 აგვისტო, 1941, ტულუზა), ფრანგი ქიმიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1913).

1877 წელს დაამთავრა ტულუზის უმაღლესი პედაგოგიური ინსტიტუტი. 1844-1930 წლებში იყო ტულუზის უნივერსიტეტის პროფესორი. მუშაობდა ორგანული კატალიზის დარგში. 1927 ჟან სანდერანთან ერთად ნიკლის კატალიზატორზე ეთილენისა დაწყალბადის გატარებით მიიღო ეთანი. 1909 განახორციელა უჯერ კარბომჟავათა ჰიდრირება. შეისწავლა კონდენციისა და იზომერიზაციის კატალიზური რეაქციები ჟანგეულებისა და ქლორიდების თანაობისას, ნახშირწყალბადებთან ჰალოგენწყალბადების მიერთება და მოწყვეტა, მძიმე ნახშირწყალბადების კატალიზური კრეგინგი. საბატიეს შრომებმა ხელი შეუწყო ქიმიურ მრეწველობაში ახალი მიმართულების - კატალიზური ორგანული სინთეზის განვითარებას. ნობელის პრემია მიენიჭა (1912).

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 8, გვ. 546, თბ., 1984