თბილისის არქიტექტურის სამსახური: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎სტრუქტურა: დამატება
ხაზი 65: ხაზი 65:
**ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;
**ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;
*ინფორმაციული უზრუნვეყოფის დეპარტამენტი;
*ინფორმაციული უზრუნვეყოფის დეპარტამენტი;
**საზოგადოებასთა ურთიერთობის განყოფილება
**მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილება;
*ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
*ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
**სასამართლოსთან და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება;
**სამართლებრივი აქტების მომზადების და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება;
**ლეგალიზების განყოფილება;
**ლეგალიზების განყოფილება;



17:08, 12 აგვისტო 2010-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თბილისის არქიტექტურა.
თბილისის არქიტექტურის სამსახური
დევიზი ააშენე მარტივად
შეიქმნა 31 დეკემბერი, 2008
სტატუსი სსიპ
ტიპი მერიის დაქვემდებარებაში
მიზანი ქ. თბილისში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა.
მდებარეობა ჟ. შარტავას №7
ემსახურება რეგიონს თბილისი
სამსახურის უფროსი არისი ბოჭოიძე
კურატორი დავით ნინიძე
ბიუჯეტი ?
შტატი 117
შტატი 117

თბილისის არქიტექტურის სამსახური (შემოკლებით თბილისის არქიტექტურა) - ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შექმნილი ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ბაზაზე[1], ამ უკანასკნელის ლიკვიდაციის შემდეგ, 2008 წლის 22 დეკემბრის ქ. თბილისის მთავრობის №24.16.832 დადგენილების საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 31 დეკემბერს[2][3]. სამსახურის შექმნის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მშენებლობის ნებართვების გაცემის გამარტივება.[4] როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თავის საქმიანობაში სამსახური დამოუკიდებელია მერიისგან, თუმცა მის საქმიანობას კურირებას უწევს ვიცე-მერი. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქ. თბილისის მთავრობა. არქიტექტურის სამსახურს ამჟამად ხელმძღვანელობს - არისი ბოჭოიძე[4].

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა, კერძოდ:


სტრუქტურა

სამსახური თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების - დეპარტამენტების მეშვეობით. არქიტექტურის სამსახური შედგება 4 დეპარტამენტისგან[2], რომლებიც ასევე იყოფიან განყოფილებებად:

  • ურბანული დაგეგმარების დეპატამენტი.
    • მიწის ნაკვეთების გამოყენების პირობების განყოფილება;
    • საინვესტიციო განყოფილება;
    • მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადების განყოფილება;
    • გენერალური გეგმის მართვისა და ქალაქგეგმარების განყოფილება;
  • სანებართვო დეპარტამენტი;
    • მარჯვენა სანაპიროს სანებართვო განყოფილება;
    • მარცხენა სანაპიროს სანებართვო განყოფილება;
    • ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;
  • ინფორმაციული უზრუნვეყოფის დეპარტამენტი;
    • საზოგადოებასთა ურთიერთობის განყოფილება
    • მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილება;
  • ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
    • სასამართლოსთან და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება;
    • სამართლებრივი აქტების მომზადების და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება;
    • ლეგალიზების განყოფილება;

ყველა დეპარტამენტს ყავს თავისი ხელმძღვანელი - დეპარტამენტის უფროსი, ხოლო განყოფილებას - განყოფილების უფროსი.

ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტი

  • ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ქალაქ მშენებლობითი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორცელებაში მონაწილეობის მიღება;
  • ქალაქმშენებლობითი პარამეტრების დადგენა. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.
  • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა;
  • ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების მომზადება ან/და მომზადებული პროექტების განხილვა;
  • განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება (გრგ).
  • სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების განხორციელება.[2]

სანებართვო დეპარტამენტი

  • უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის შეთანხმებას;
  • სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
  • ახორციელებს სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოვალეობებს.[2]

ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი

  • ახორციელებს ცენტრალიზებული ბაზის მართვას;
  • უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
  • უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

კონსულტაციის ტიპები:

  • ადგილზე მუშაობს საკონსულტაციო ჯგუფი;
  • ცხელი ხაზი, რომელიც ტელეფონის საშუალებით დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას (არქიტექტურის საკითხებთან დაკაშირებით) და აწვდის ინფომრაციას შემოსულ განცხადებებზე წარმოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.[2]

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

  • განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს;
  • სადაო საკითებთან დაკავშირებით ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებებს;
  • ამზადებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების პროექტებს;
  • უზრუნველყოფს სამსახურის მატერიალურ უზრუნველყოფას.[2]

ქონება და ფინანსები

სამსახურის საკუთრებაშია სხვადასხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც მას ქალაქის მთავრობისგან გადაეცა „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დაფინანსების წყაროებია: ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები, სამსახურის მომსახურებით მიღებული შემოსავლები და სხვადასხვა კრედიტები, თუ გრანტები.[2]

სქოლიო

  1. იურიდიულად სამსახური არ არის მისი სამართალმემკვიდრე.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება 24.16.832. მთავრობის დადგენილებები. ქ. თბილისის მერია (31.12.2008). ციტირების თარიღი: 2009-06-17.
  3. დღეიდან არქიტექტურის სამსახური იმუშავებს. პირველი არხი (09.01.2009). ციტირების თარიღი: 2009-06-16.
  4. 4.0 4.1 4.2 თბილისის არქიტექტურა. თბილისის მერია. ციტირების თარიღი: 2009-06-16.

რესურსები ინტერნეტში