მრავალწლოვანი მცენარეები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ml:ചിരസ്ഥായി
ბოტის დამატება: ht:Plant vivas
ხაზი 24: ხაზი 24:
[[hi:बहुवर्षीय पौधा]]
[[hi:बहुवर्षीय पौधा]]
[[hsb:Trajne zelo]]
[[hsb:Trajne zelo]]
[[ht:Plant vivas]]
[[hu:Évelő növény]]
[[hu:Évelő növény]]
[[id:Tumbuhan tahunan]]
[[id:Tumbuhan tahunan]]

16:44, 3 აგვისტო 2010-ის ვერსია

გეორგინა. მრავალწლოვანი მცენარე.

მრავალწლოვანი მცენარეები, ბალახოვანი მცენარეები ან ბუჩქბალახები, რომლებიც ცოცხლობენ 2 წელზე მეტს, ზოგიერთი რამდენიმე წელს, ზოგი 20-30 და 100 წელსაც კი. მრავალწლოვანი მცენარეებთა უმეტესობა ყვავილობს და ნაყოფმსხმოიარობს ყოველ წელს (პოლიკარპული მცენარეები), ნაწილი ფოთლებს მთელი წლის მანძილზე ინარჩუნებს (მარადმწვანე მცენარეები), უმეტესობას მიწისზედა ორგანოები კი არახელსაყრელ პირობებში კვდება და სიცოცხლისუნარიანობას მხოლოდ მიწისქვეშა ნაწილები (ფესურა,გორგლი,ბოლქვი, ფესვი) ინარჩუნებს. მიწისზედა ორგანოები შესაძლოა ნაწილობრივ გადარჩეს განახლების კვირტებით (როზეტი, მხოხავი ყლორტი და სხვა). ზოგ შემთხვევაში მცენარეთა დაყოფა ერთ-, ორ- და მარავალწლოვნებად პირობითია. მაგ., ტროპიკული მრავალწლოვანი მცენარეები აბუსალათინი (Ricinus communis) ზომიერი ჰავის პირობებში ერთწლოვანია, დაბლობების ერთწლოვანი თივაქასრა (Poa annua) კი მთამაღალის პირობებში — მრავალწლოვანი. იშვიათად მრავალწლოვანი მცენარეებს ხეებსა და ბუჩქებსაც აკუთვნებენ.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 7, გვ. 165, თბ., 1984