კელასური: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19: ხაზი 19:




[[კატეგორია:აფხაზეთის მდინარეები]]
[[კატეგორია:აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მდინარეები]]

09:39, 2 აგვისტო 2010-ის ვერსია

კელასური
სათავე ბზიფის ქედის სამხრეთ კალთა
სიგრძე 42 კმ კმ
აუზის ფართობი 220 კმ2 კმ²

კელასური, მდინარე აფხაზეთში. სათავე აქვს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე. ხიმსის მყინვარზე, 2582 მ სიმაღლეზე. ერთვის შავ ზღვას სოფ. კელასურთან. სიგრძე 42 კმ, აუზის ფართობი 220 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. ზაფხულისა და შემოდგომაზე — ინტენსიური წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა. წყალმცირეა ზამთარში. საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან 13,2 მ3/წმ. ზღვაში წლიურად შეაქვს 420 მლნ. მ3 წყალი. ქვემო დინებაში კელასურის მარცხენა ნაპირიდან წყლის ნაწილი გადის მიწისქვეშა კარსტული ნაპრალით და გამოდის მდინარე ბესლეთის სათავეში მძლავრ წყაროებად. 1978 წელს შეასრთავიდან 13 კმ-ზე კლდეზვავმა გადაგუბა მდინარე და წარმოშვა ტბა, რომლის ფართობი დაახლოებით 3 ჰა, უდიდესი სიღრმე 21 მ.

კლისური არის მდინარე კელასურის ძველი სახელწოდება.

ლიტერატურა

  • აფხაზავა ი., ქსე, ტ. 5, გვ. 462, თბ., 1980