ევიტა პერონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის წაშლა: wuu:伊娃·班朗
ბოტის დამატება: zh-min-nan:Eva Perón
ხაზი 72: ხაზი 72:
[[war:Eva Perón]]
[[war:Eva Perón]]
[[zh:伊娃·裴隆]]
[[zh:伊娃·裴隆]]
[[zh-min-nan:Eva Perón]]

08:10, 24 ივლისი 2010-ის ვერსია

ევიტა პერონი

მარია ევა დუარტე პერონი (დ. 7 მაისი, 1919 — გ. 26 ივლისი, 1952) იყო პრეზიდენტ ხუან დომინგო პერონის (1895-1975) მეორე ცოლი. იყო არგენტინის პირველი ლედი 1946 წლიდან მის გარდაცვალებამდე. მას ხშირად როგორც ავა პერონს მოიხსენიებდნენ ან მოფერებით ევიტა, რომელიც ითარგმნება როგორც „პატარა ევა“.

ის დაიბადა არგენტინის მიყრუებულ პროვინციაში 1919 წელს. 1934 წელს, როდესაც ის 15 წლის იყო, ჩავიდა არგენტინის დედაქალაქში ბუენოს აირესში, სადაც ის მოღვაწეობდა სცენასა და კინოში. ევა შეხვდა პოლკოვნიკ ხუან პერონს 1944 წლის 22 იანვარს საქველმოქმედო ღონისძიების დროს, რომელიც იყო გამართული მიწისძვრის მსხვერპლთა დასახმარებლად. ისინი მომდევნო წელს დაქორწილდნენ. 1946 წელს ხუან პერონი აირჩიეს არგენტინის პრეზიდენტად. შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში ევა პერონი გახდა ძალიან პოპულარული თავისი პრო-პერონისტული განწყობით და ასევე მშრომელთა უფლებების დაცვით. ის ასევე გახდა შრომისა და ჯანმრთლობის მინისტრი და მართავდა ევა პერონის სახელობის საქველმოქმედო ფონდს, იბრძოდა არგენტინაში ქალების ხმის უფლებებისათვის. ასევე დააფუძნა და მართავდა ქვეყანაში პირველ ქალთა პარტიას — ქალ პერონისტთა პარტიას.

1951 წელს ევა პერონი გახდა არგენტინის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი. ამაში მას ეხმარებოდა პერონისტული პოლიტიკის მომხრე ღარიბი მოსახლეობა, რომლებსაც „უნიფხვოებს“ ეძახდნენ. მაგრამ სამხედრო და „ელიტის“ წარმომადგენლებმა იგი აიძულეს მოეხსნა თავისი კანდიდატურა. თუმცა 33 წლის ასაკში ოფიციალურად არგენტინის კონგრესის მიერ მიენიჭა „ერის სულიერი ლიდერის“ სტატუსი. ევა პერონი გარდაიცვალა 1952 წელს კიბოთი.