ანდრომედეს გალაქტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: [[ფაილი:M31 Lanoue.png|thumb|260px|ანდრომედას გალაქტიკის სინათლის ხილულ სპექ...
(განსხვავება არ არის)

15:21, 17 ივლისი 2010-ის ვერსია

ფაილი:M31 Lanoue.png
ანდრომედას გალაქტიკის სინათლის ხილულ სპექტრში გადაღებული სურათი

ანდრომედას გალაქტიკა (მეცნიერთა შორის ასევე ცნობილია როგორც M31 და NGC 224) არის ირმის ნახტომის გალაქტიკასთან ყველაზე ახლოს მდებარე სპირალისებური ტიპის დიდი გალაქტიკა. იგი ერთ ბილიონამდე ვარსკვლავისგან შედგება და 2,52 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული მზის სისტემისაგან. თავისი ზომით ანდრომედას გალაქტიკა რამდენჯერმე უფრო დიდია ირმის ნახტომთან შედარებით და გალაქტიკათა ადგილობრივ ჯგუფში (რომელიც ანდრომედას, ირმის ნახტომისა და სამკუთხედის გალაქტიკებისა და რამდენიმე ჯუჯა გალაქტიკისგან შედგება) უდიდესია.

ანდრომედას გალაქტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე შორეული კოსმიური ობიექტი, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი. დედამიწიდან დაკვირვებისას გალაქტიკა ანდრომედას თანავარსკვლავედის ნაწილად ჩანს, რის გამოც თანავარსკვლავედისავით მასაც მითოლოგიური პრინცესა ანდრომედას სახელი ეწოდა.

თარგი:Link FA