სამძივრები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{წყარო|სტატია}}

'''სამძივრები''' - [[საქართველო]]ს დიდი ფეოდალური საგვარეულო [[XII საუკუნე|XII]]-[[XIV საუკუნე]]ებში. სახელწოდება მომდინარეობს მათი მამულის - სამძივრის ხევის ([[სამცხე]]) სახელისაგან.
'''სამძივრები''' - [[საქართველო]]ს დიდი ფეოდალური საგვარეულო [[XII საუკუნე|XII]]-[[XIV საუკუნე]]ებში. სახელწოდება მომდინარეობს მათი მამულის - სამძივრის ხევის ([[სამცხე]]) სახელისაგან.



07:34, 11 ივლისი 2010-ის ვერსია

სამძივრები - საქართველოს დიდი ფეოდალური საგვარეულო XII-XIV საუკუნეებში. სახელწოდება მომდინარეობს მათი მამულის - სამძივრის ხევის (სამცხე) სახელისაგან.

არსებობს მოსაზრება, რომ სამძივრების გვარისაგან წარმოდგება თორელების ფეოდალური საგვარეულო. XII საუკუნის 80-იანი წლებში სამძივრები დამოყვრებიან სამცხის დიდებულებს - ჯაყელებს. კრავაი ჯაყელი ცოლად შეურთავს ერთ-ერთ სამძივარს. სამძივრები როგორც ჩანს, ჯაყელებთან ერთად, მიემხრნენ აჯანყებულ იური ანდრიას ძეს; აჯანყების დამარცხების შემდეგ კი ისინი ამ აჯანყებაში მონაწილე გუზან ტაოსკარელთან ერთად გაიქცნენ შაჰარმენთან (ხლათის მმართველი). XIII საუკუნის შუა წლებში სამძივრები კვლავ ჩანან სამცხეში. ერთ-ერთი სამძივარი შებრძოლებია აბაღა-ხანის წინააღმდეგ აჯანყებულ მონღოლ უფლისწულს თეგუდარს, რომელიც ლიხთ-იმერეთიდან (სადაც დავით ნარინი იყო შეხიზნული) გადმოსულა სამცხე-ჯავახეთის დასარბევად. სამცხე-საათაბაგოს თავადების XVI საუკუნის ნუსხაში მოხსენიებულია, როგორც სამცხის გადაშენებული ფეოდალური საგვარეულო, რომელთა მამული ამ დროს ეპყრა გოგიბაშვილს.