რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: [[ფაილი:RFE Broadcast Regions crop.jpg|thumb|300px|რადიო თავისუფლების სამაუწყებლო არეა...
(განსხვავება არ არის)

08:31, 5 ივლისი 2010-ის ვერსია

რადიო თავისუფლების სამაუწყებლო არეალი

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (ინგლ. Radio Free Europe/Radio Liberty (RFE/RL)) არის აშშ-ის კონგრესის მიერ დაარსებული და დაფინანსებული რადიოსადგური, რომელიც მაუწყებლობს ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება გადასცემს ახალ ამბებსა და ანალიტიკურ გადაცემებს იმ ქვეყნებში, სადაც „ინფორმაციის მიღების თავისუფლება სრულად არაა უზრუნველყოფილი, ან შეზღუდულია მთავრობის მიერ“.[1]

რადიოსადგური დაარსდა 1949 წელს, როგორც ანტი-კომუნისტური ინფორმაციის წყარო ცივი ომის დროს. მისი სათავო ოფისი ქალაქ მიუნხენში მდებარეობდა 1949-1995 წლებში, 1995 წლის შემდეგ კი იგი პრაღაშია განთავსებული. ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპაში მაუწყებლობის მასშტაბები საგრძნობლად შემცირდა, სანაცვლოდ კი ახლო აღმოსავლეთი იქცა რადიოსადგურის პრიორიტეტულ ზონად. პრაღის სათავო ოფისის გარდა, რადიო დავისუფებას გააჩნია 20 ადგილობრივი ოფისი სამაუწყებლო რეგიონის ქვეყნებში და კორპორაციული შტაბბინა ქალაქ ვაშინგტონში. მაუწყებლობა ხორციელდება 28 ენაზე 21 ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში.[2]

სქოლიო