კრიშნა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
1184590 ცვლილების გაუქმება ChantCaitanyaMangala-ის მიერ (განხილვა)
ხაზი 17: ხაზი 17:
კეთილთა გადასარჩენად და ბოროტთა დასასჯელად<br />
კეთილთა გადასარჩენად და ბოროტთა დასასჯელად<br />
საუკუნიდან საუკუნეში ვიბადები ამქვეყნად.<ref>[[ბჰაგავადგიტა]], მეოთხე თავი, ლექსი 6, 7 და 8.</ref>|cquote}}
საუკუნიდან საუკუნეში ვიბადები ამქვეყნად.<ref>[[ბჰაგავადგიტა]], მეოთხე თავი, ლექსი 6, 7 და 8.</ref>|cquote}}


<gallery>
File:KrishnaConsciousnessSpiritualandmaterialWorlds.jpg|Click to enlarge
</gallery>


== სქოლიო ==
== სქოლიო ==

18:47, 2 ივლისი 2010-ის ვერსია

ტერმინს „კრიშნა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ კრიშნა (მრავალმნიშვნელოვანი).
კრიშნა

კრიშნა (სანსკრ. कृष्ण kṛṣṇa ”შავი”) - ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მერვე ავატარა (განასახიერება). თავის მორწმუნეთათვის იგი ღმერთის უზენაეს ფორმას წარმოადგენს.

კრიშნას ცხოვრება აღწერილია უძველეს ხანაში სანსკრიტზე შექმნილ ბჰაგავატაპურანაში, ხოლო მის მოძღვრებას შეიცავს ინდური ეპოსის მაჰაბჰარატას მეექვსე თავი, რომელიც ცნობილია როგორც ბჰაგავადგიტა.

ინდურ მითოლოგიაში კრიშნა გვევლინება ლამაზ ჭაბუკად. იგი სალამურის ჰანგებით მწყემს ქალიშვილთა გულებს იტაცებს, შემდგომ კი ერთ მათგანს - რადჰას - თავის მარადიულ თანამგზავრად აირჩევს. ბჰაგავატაპურანა მოგვითხრობს კრიშნას ბავშვური ოინების შესახებ - როგორ იპარავს კარაქს და ამტვრევს ქოთნებს, მალავს მდინარეზე მობანავე მწყემს ქალიშვილთა სამოსს და უქმნის მათ ილუზიას, თითქოს იგი თითოეულ მათგანთან ცეკვავს და ა.შ. ასევე გვიყვება მის საგმირო საქმეებსაც: როგორ გადაარჩინა კრიშნამ მშობლიური სოფელი გველეშაპისგან, რომლის თავებზეც იგი ცეკვავდა, იხსნა დაუსრულებელი წვიმისაგან, რისთვისაც მან მთა გოვარდჰანა ცალი თითით აწია და სოფელს ქოლგასავით გადაახურა. ბჰაგავატაპურანას ლეგენდები ინდოელი ხალხის კლასიკური ცეკვის, ფოლკლორის, ფერწერის, ხუროთმოძღვრების და ლიტერატურის დაუსრულებელ სიუჟეტურ წყაროდ იქცა.

მწყემსი კრიშნა თავის მეგობარ პრინც არჯუნას კურუკშეტრას დიდი ბრძოლის წინ ფილოსოფიურ დიალოგს უმართავს და არიგებს. ბჰაგავადგიტას ამ დიალოგში იხსნება ინდუიზმის მსოფლმხედველობრივი პრინციპები, სახელდობრ სულის არსებობა და უკდავება, მისი კავშირი ”ზესულთან” (ღმერთთან), განიხილება ბუნების კანონზომიერება, მისგან გათავისუფლების და ღმერთთან დაბრუნების გზა.

ვინაიდან კრიშნა მფარველი ღვთაება ვიშნუს ავატარაა , იგი მსოფლიოს უზენაესი მფარველი და დამრიგებელია. ბჰაგავადგიტადან ქვემოთმოყვანილი ციტატა კრიშნას, როგორც უზენაესის, ნოუმენალურ არსს გადმოცემს ლაკონურად:

მე ვარ მარადიული სული, მსოფლიოს განმგებელი.

ბუნება მე მემორჩილება. მე ვევლინები მსოფლიოს,
როცა იგი ქაოსში იძირება და მასში კანონზომიერება ირღვევა.
კეთილთა გადასარჩენად და ბოროტთა დასასჯელად
საუკუნიდან საუკუნეში ვიბადები ამქვეყნად.[1]

სქოლიო

  1. ბჰაგავადგიტა, მეოთხე თავი, ლექსი 6, 7 და 8.