ვაყა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7: ხაზი 7:
მუნიციპალიტეტის გამგეობისა და [[პოლონეთი]]ს საელჩოს დახმარებით სკოლაში გახსნილია სკოლამდელი აღზრდის ალტერნატიული საბავშვო ბაღი, სადაც სწავლობს 12 მოსწავლე. მოქმედებს ინტერნეტი, ფუნქციონირებს ჭიდაობის დარბაზი.
მუნიციპალიტეტის გამგეობისა და [[პოლონეთი]]ს საელჩოს დახმარებით სკოლაში გახსნილია სკოლამდელი აღზრდის ალტერნატიული საბავშვო ბაღი, სადაც სწავლობს 12 მოსწავლე. მოქმედებს ინტერნეტი, ფუნქციონირებს ჭიდაობის დარბაზი.


ვაყის საჯარო სკოლაში დღეს სწავლობს 292 მოსწავლე, მოღვაწეობს 30 მასწავლებელი.
ვაყის საჯარო სკოლაში დღეს სწავლობს 292 მოსწავლე, მოღვაწეობს 30 მასწავლებელი http://school3.ge.iatp.net.


{{ესკიზი-საქართველო}}
{{ესკიზი-საქართველო}}

16:23, 27 ივნისი 2010-ის ვერსია

სოფელ ვაყის ერთერთი უბანი

ვაყა - სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში (გომის საკრებულო), შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ჭერათხევის (სურამულას მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 670 მეტრი, ხაშურიდან 16 კილომეტრი. სოფელში 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით ცხოვრობს 516 კომლი, სულ 1088 ადამიანი. სოფლის განაპირას მდებარეობს ვაყის დედაღვთისას კომპლექსი, ნასოფლარ სომანეთზე დგას სომანეთის ღვთისმშობლის ეკლესია. სოფელშია ასევე ღვთისმშობლის ეკლესია, და წმინდა გიორგის ეკლესია.

პირველი სასწავლო დაწესებულება სოფელში XIX საუკუნის დასასრულისათვის დაარსდა. სკოლაში სწავლება 4 წლიანი იყო, კომუნისტური მმართველობის დამყარების შემდეგ სოფლის ბატონისათვის სასახლე ჩამოურთმევიათ და შიგ 7 წლიანი სკოლა გაუხსნიათ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საშუალო სკოლად გადააკეთეს. სკოლა ამავე შენობაში ფუნქციონირებდა ახალი შენობის აშენებამდე (1986 წელი).

ვაყის საჯარო სკოლის დღევანდელი შენობა აშენებულია 1986 წელს , არის სამსართულიანი, აქვს სტანდარტული სპორტული, სააქტო და საკონფერენციო დარბაზები, მინიფეხბურთისა და კალათბურთის გარე მოედნები, ინფორმატიკის კაბინეტი (15 კომპიუტერით), ქართული ენისა და ლიტერატურის, ფიზიკა-მათემატიკის, ქიმია-ბიოლოგიის, ისტორიისა და მუსიკის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კაბინეტები, სასკოლო სახელმძღვანელოებითა და მხატვრული ლიტერატურით მდიდარი ბიბლიოთეკა, სამედიცინო ოთახი, ბუფეტი.

მუნიციპალიტეტის გამგეობისა და პოლონეთის საელჩოს დახმარებით სკოლაში გახსნილია სკოლამდელი აღზრდის ალტერნატიული საბავშვო ბაღი, სადაც სწავლობს 12 მოსწავლე. მოქმედებს ინტერნეტი, ფუნქციონირებს ჭიდაობის დარბაზი.

ვაყის საჯარო სკოლაში დღეს სწავლობს 292 მოსწავლე, მოღვაწეობს 30 მასწავლებელი http://school3.ge.iatp.net.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვაყა&oldid=1179849“-დან