პეტრიწონის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
918049 ცვლილების გაუქმება Irakla-ის მიერ (განხილვა)
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[Image:Bachkovo-gruev-1.JPG|thumb|right|300px|პეტრიწონის მონასტრის შიგა ეზო.]]
[[Image:Monastere batchkovo.jpg|thumb|right|300px|პეტრიწონის მონასტერი]]
[[Image:Bachkovski manastir2.jpg|thumb|300px|პეტრიწონის მონასტერი]]
'''პეტრიწონის მონასტერი''', ასევე '''ბაჩკოვოს მონასტერი''' ([[ბულგ.]] Бачковски манастир) [[ბულგარეთი|ბულგარეთში]] ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი მონუმენტია და ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი მართლმადიდებლური მონასტერი აღმოსავლეთ ევროპაში. მდებარეობს მდ. ჩეპელარეს მარჯვენა სანაპიროზე, [[სოფია|სოფიიდან]] 89 კმ-ში და ამჟამად ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის პირდაპირ დაქვემდებარებაშია.
'''პეტრიწონის მონასტერი''', ასევე '''ბაჩკოვოს მონასტერი''' ([[ბულგ.]] Бачковски манастир) [[ბულგარეთი|ბულგარეთში]] ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი მონუმენტია და ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი მართლმადიდებლური მონასტერი აღმოსავლეთ ევროპაში. მდებარეობს მდ. ჩეპელარეს მარჯვენა სანაპიროზე, [[სოფია|სოფიიდან]] 89 კმ-ში და ამჟამად ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის პირდაპირ დაქვემდებარებაშია.



18:36, 26 ივნისი 2010-ის ვერსია

პეტრიწონის მონასტერი
პეტრიწონის მონასტერი

პეტრიწონის მონასტერი, ასევე ბაჩკოვოს მონასტერი (ბულგ. Бачковски манастир) ბულგარეთში ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი მონუმენტია და ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი მართლმადიდებლური მონასტერი აღმოსავლეთ ევროპაში. მდებარეობს მდ. ჩეპელარეს მარჯვენა სანაპიროზე, სოფიიდან 89 კმ-ში და ამჟამად ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის პირდაპირ დაქვემდებარებაშია.

მონასტრის არქიტექტურა გამოირჩევა საერთო რწმენით დაკავშირებული ბიზანტიური, ქართული და ბულგარული კულტურის უნიკალური კომბინაციით.

ისტორია

მონასტერი 1083 წელს დააფუძნა უფლისწულმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ, რომელიც ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო მეთაური იყო ბიზანტიის კარზე. მანვე შეუდგინა მონასტერს ტიპიკონი ქართულ და ბერძნულ ენებზე.

კომპლექსში შედიოდა ღვთისმშობლის (მთავარი ტაძარი), იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები, აგრეთვე საძვალე (საძვალეში დაკრძალული არიან ძმები აბაზ და გრიგოლ ბაკურიანის ძენი). პეტრიწონის მონასტრის ირგვლივ მდებარე მიწები და დასახლებები მის საკუთრებას შეადგენდნენ, რაც ხელს უწყობდა მონასტრის ეკონომიკურად გაძლიერებას და დაწინაურებას. ის იყო შუა საუკუნეების კულტურულ საგანმანათლებლო კერა – პეტრიწონის სემინარია. იქაურ მწიგნობრულ საქმიანობას, ტრადციული აზრით თითქმის ოცი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა იოანე პეტრიწი, რომლის ლიტერატურულ-ფილოსოფიურმა სკოლამ კიდევ უფრო დაუახლოვა ქართული მწერლობა ბიზანტიურს. დოგმატური ფილოსოფიის წიგნების თარგმნითა და კომენტარებით დიდად შეუწყო ხელი ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებას 1204 წელს მონასტერი ჯვაროსნებმა დაარბიეს და გაძარცვეს.

ბულგარეთის მეორე იმპერიის პერიოდში მონასტერს მფარველობდა მეფე ივანე ალექსანდრე, რაც სამლოცველოს ერთ-ერთი არკის კედლის ფრესკაზეა გამოსახული. მე-11 საუკუნიდან მონასტერში სკოლა იყო განთავსებული.

მიუხედავად იმისა, რომ მონასტერი თურქების ბულგარეთში მრავალგზის შემოსევას გადაურჩა, ის საბოლოოდ მაინც გაძარცვულ და განადგურებულ იქნა, თუმცა XV საუკუნეში ისევ აღადგინეს. უცნობი ავტორის რეფექტორიის კედლებზე შესრულებული მიურალები განსაკუთრებული მხატვრული ღირებულებისაა, რომელიც 1601 წელს აღდგა, ხოლო ღვთისმშობლის ეკლესია, დღემდე შემორჩენილი, 1604 წელს დასრულდა.

მიუხედავად ამისა, სამონასტრო ცხოვრება შემდგომ საუკუნეებშიც გრძელდებოდა. რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) დროს რუსეთის არმიის ნაწილმა კაპიტან ჯორჯაძის მეთაურობით თურქთაგან დარბევას გადაარჩინა.

შემონახულია 1311 წლის ქართულწარწერიანი ღვთისმშობლის ხატი. მთავარი ეკლესიის გუმბათის ჯვარს ქართული წარწერა აქვს.

რესურსები ინტერნეტში