ხოსე სანტოს სელაია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის დამატება: ca, gl, io, oc
ხაზი 88: ხაზი 88:
[[კატეგორია:ნიკარაგუელები]]
[[კატეგორია:ნიკარაგუელები]]


[[ca:José Santos Zelaya]]



[[de:José Santos Zelaya]]
[[de:José Santos Zelaya]]
[[en:José Santos Zelaya]]
[[en:José Santos Zelaya]]
[[es:José Santos Zelaya]]
[[es:José Santos Zelaya]]
[[gl:José Santos Zelaya]]
[[io:José Santos Zelaya]]
[[oc:José Santos Zelaya]]
[[pl:José Santos Zelaya]]
[[pl:José Santos Zelaya]]
[[tr:José Santos Zelaya]]
[[tr:José Santos Zelaya]]

14:56, 26 ივნისი 2010-ის ვერსია

ხოსე სანტოს სელაია
ხოსე სანტოს სელაია
ხოსე სანტოს სელაია
ნიკარაგუის 24-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ივლისი, 1893 – 21 დეკემბერი, 1909
წინამორბედიხოაკინ სავალა
მემკვიდრეფრანსისკო ბაკა იხო

მოქალაქეობანიკარაგუა
ეროვნებანიკარაგუელი
პოლიტიკური პარტიანიკარაგუის ლიბერალური პარტია

ხოსე სანტოს სელაია ლოპესი (ესპ. José Santos Zelaya, დ. 1853 1 ნოემბერი, მანაგუა-17 მაისი, 1919 ნიუ იორკი) - ნიკარაგუის 24-ე პრეზიდენტი 1893 წლის 25 ივლისიდან 1909 წლის 21 დეკემბრამდე.

ადრეული ბავშვობა

იგი იყო ხოსე მარია სელაია ფერნანდესისა (დაიბადა ჰონდურასში) და ხუანა ლოპესის შვილი.

პოლიტიკა

სელაია იყო ნიკარაგუის ლიბერალური პარტიის წევრი, რომელმაც არაერთი მოწინავე პროგრამა განახორციელა, რომელთა შორისაა სახალხო განათლება, რკინიგზების მშენებლობა, გემთმშენებლობა. ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების შეიტანა თანასწორობისა და კერძო საკუთრების გასაძლიერებლად, ჰაბეას კორპუსის დასამკვიდრებლად, სავალდებულო ხმის მიცემისა და სავალდებულო განათლებისათვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის, მრეწველობისა და კულტურის დაცვის უზრუნველსაყოფად, გამოხატვის თავისუფლებისა და სახელმწიფო შტოთა გასამიჯნავად. თავისი ცოლი ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად უბიძგებდა მას გაეტარებინა კოლონისტების ინტერესების შემლახავი პლიტიკა.

1894 წელს მან მოახდინა მოსკიტების სანაპიროს სამხედრო ანექსია. მოსკიტების სანაპიროს საკითხი მუდმივი დავის საგანი იყო ნიკარაგუასა და ადგიობრივ მაცხოვრებლებს შორის, რომლებიც ბრიტანეთის პროტექტორატს აღიარებდნენ. სელაიამ გამბედაობა გამოიჩინა ანგარიში გაესწორებინა ბრიტანეთთან. თავად ბრიტანეთს არ სურდა ომი დაეწყო მისი იმპერიისთვის ნაკლებად ღირებული მოსკიტების სანაპიროსთვის, ამიტომაც აღიარა ნიკარაგუის სუვერენიტეტი რეგიონზე.

ხელახლა არჩევა, არხის გაყვანის შესაძლებლობა და ა.შ.შ-ს გამოხმაურება

შესაძლებლობა აეშენებინათ არხი ცენტრალურ ამერიკაში 1820-იანი წლებიდან მუდმივად საუბრის საგანი იყო. ნიკარაგუას ამ პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა, რადაგნ მის ტერიტორიაზე უნდა გაევლო ამ არხს. როცა შეერთებულ შტატებს ჩაეშალა თავისი გეგმები პანამაში, სელაიამ დაიწყო მოლაპარაკებები გერმანიასთან(რომელიც ჩართული იყო ა.შ.შ-სთან ცივ ომში კარიბის სანაპიროს პორტებთან დაკავშირებით) და იაპონიასთან, არც თუ ისე დიდი სარგებლის საფასურად აეშენებინათ არხი მის ქვეყანაში. თავზარდაცემულმა ამერიკამ, იმით, რომ შესაძლოა პრეზიდენტ სელაიას აეშენებინა პანამის არხის ალტერნატიული ეკონომიკური სისტემა, მონათლა იგი ტირანად, რადგან ა.შ.შ-ს ჰეგემონურ გეგმებს საფრთხე დაემუქრა.

ხოსე სელაიას ჰქონდა სურვილი კვლავ გაეერთიანებინა ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციები. და იმედოვნებდა, რომ იგი გახდებოდა ამ გაერთიანების პრეზიდენტი. მისი მოწადინებით ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნების ლიბერალ ფედერალისტებს მიეცათ დახმარება. ამით იქმნებოდა საფრთხე იმისა, რომ დაიწყებოდა ომი მთელს ცენტრალურ ამერიკაში. ეს ყოველივე კი საფრთხეს უქადდა ა.შ.შ-ს ინტერესებს პანამის არხთან, ევროპის ქვეყნებს, როგორიც გერმანია იყო, საშუალებას აძლევდა ჩარეულიყო რეგიონში საკუთარი საბანკო სისტემის დასაცავად, ან სხვა შემთხვევაში მოითხოვდა მიწას.

სელაიას ადმინისტრაციას უთანხმოება ჰქონდა ა.შ.შ-ს მთავრობასთან, მაგალითად, როცა საფრანგეთის მთავრობამ ჰკითხა ა.შ.შ-ს მთავრობას ნიკარაგუისთვის მიცემული სახელმწიფო სესხი იქნებოდა თუ არა არამეგობრული სვლა შეერთებული შტატების მიმართ, მაშინ სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ ეს მათთან შეთანხმებული უნდა ყოფილიყო. როცა უნდა გადაწყვეტილიყო პარიზის საფონდო ბორჟიდან გადარიცხავდნენ თუ არა სესხს ა.შ.შ-მ ნიკარაგუა იზოლაციაში მოაქცია. იგი ირწმუნებოდა, რომ თუ სელაია მიიღებდა სახსრებს, იგი მას დახარჯავდა სამხედრო მოზნებისთვის, რათა შეევიწროვებინა მისი მეზობლები და დაერღვია ცენტრალურ ამერიკაში სიმშვიდე. სახელმწიფო მდივანი ასევე ამტკიცებდა, რომ ნებისმიერი ინვესტიცია ცენტრალურ ამერიკაში შეთანხმებული უნდა ყოფილიყო შეერთებულ შტატებთან.

ა.შ.შ-ს მთავრობამ დაიწყო დახმერაბის მიცემა ნიკარაგუის კონსერვატორი და ლიბერალი ოპონენტებისთვის, რომლებმაც 1909 წლის ოქტომბერში დაიწყეს აჯანყება. აჯანყებას გაუძღვა ლიბერალი გენერალი ხუან ესტრადა. ნიკარაგუამ გადაისროლა თავისი ჯარები კოსტა-რიკაში, რათა ჩაეხშო ესტრადას პრო ამერიკული აჯანყება. ა.შ.შ-მ ეს მიიჩნია ესტრადას მიზნების შეურაცხყოფად და შეეცადა ეიძულებინა კოსტა-რიკა, ნიკარაგუის საწინააღმდეგოდ პირველი ნაბიჯები გადაედგა. კოსტა-რიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა როკარდო ფერნანდეს გუარდიამ დაარწმუნა კალვო, რომ კოსტა-რიკა "არ უნდა წასულიყო ასეთ სარისკო ქმედებაზე, რისკენაც აგულიანებდა ვაშინგტონი". ეს "მიიჩნეოდა ვაშინგტონის შეთანხმების გამიზნულ წინააღმდეგობად და სასურველი იქნებოდა კოსტა-რიკას ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა." კოსტა-რიკის ოფიციალურმა პირებმა ცენტრალური ამერიკის მშვიდობისთვის ა.შ.შ. უფრო საზიანოდ და საშიშად მიიჩნიეს ვიდრე სელაიას ნიკარაგუა. მინისტრი ფერნანდეს გუარდია მოითხოვდა "ჩვენ ვერ გავიგეთ რა მიზნები უნდა ჰქონდეს ვაშინგტონს აქ, რომ კოსტა-რიკამ თავს იდოს დაუფარავი აგრესიით უპასუხოს ნიკარაგუას. ეს მაშინ, როცა დადებული გვაქვს 1907 წლის 29 დეკემბრის კონვენცია."

ა.შ.შ-ს ოპერაცია ნიკარაგუაში

სელაიას ადმინისტრაციამ დასაჯა დატყვევებული აჯანყებულები. მათ შორის იყო ორი ამერიკელი ვაჭარი. დეკემბრის დასაწყისში ა.შ.შ-ს მეზღვაურებმა დაიკავეს ბლუეფილდსის პორტი, იმ მიზეზით თითქოს დაეცვათ ნიკარაგუაში უცხო ქვეყნის მაცხოვრებლები. თუმცა, ეს ბაზა წარმატებით გამოიყენებოდა სელაიას მოწინაარმდეგეთა სამხედრო მხარდაჭერისთვის. 1909 წლის 17 დეკემბერს სელაიამ ძალაუფლება გადასცა ხოსე მადრისს და ქვეყანა დატოვა.