საკმელა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა * | სახელი =საკმელა | სურათის ფაილი =Zistrose.jpg | სურათის წა...
(განსხვავება არ არის)

20:37, 24 ივნისი 2010-ის ვერსია

საკმელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Cistus

საკმელა ( Cistus), მცენარეთა გვარი საკმელასებრთა ოჯახისა. ბუჩქებია, სიმაღლე 2 მ-მდე აღწევს. ქეჩისებრ შებუსვილია ვარსკვლავისებრი და ჯირკვლოვანი ბეწვებით. საკმელა ხმელთაშუაზღვისპირეთის მაკვისის დამახასიათებელი მცენარეა. საქართველოში 2 სახეობა იზრდება. მათგან კირქვების საკმელას (Cistus creticus) მოვარდისფრო ყვავილი აქვს. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროზე ფიჭვნარში და კირქვიან კლდოვან ფერდობებზე, აფხაზეთსა (ბიჭვინთა) და აჭარაში (როჭოხზე), მეორე სახეობას - სალბფოთოლა საკმელას (Cistus salvifolius) მოთეთრო-მოყვითალო ყვავილი აქვს. გავრცელებულია აფხაზეთში, აჭარასა და იმერეთში. ორივე სახეობა დეკორატიული და თაფლოვანია. იყენებენ ხალხურ მედიცინაში.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 8, გვ. 677, თბ., 1984