ალექსანდრე ალადაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
დასუფთავებ, replaced: რაიონ → მუნიციპალიტეტ using AWB
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ალექსანდრე სტეფანეს ძე ალადაშვილი''' (დ. [[17 ივნისი]]/[[30 ივნისი]], [[1876]], [[არბოშიკი|სოფ. არბოშიკი]], ახლანდელი [[დედოფლისწყაროს რაიონი]] ― გ. [[29 ივნისი]], [[1950]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1911), პროფესორი (1919), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკედემიკოსი (1946), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941). ქართული თერაპიული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
'''ალექსანდრე სტეფანეს ძე ალადაშვილი''' (დ. [[17 ივნისი]]/[[30 ივნისი]], [[1876]], [[არბოშიკი|სოფ. არბოშიკი]], ახლანდელი [[დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი]] ― გ. [[29 ივნისი]], [[1950]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1911), პროფესორი (1919), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკედემიკოსი (1946), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941). ქართული თერაპიული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.


== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==
ხაზი 14: ხაზი 14:


{{DEFAULTSORT:ალადაშვილი, ალექსანდრე}}
{{DEFAULTSORT:ალადაშვილი, ალექსანდრე}}

[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი მედიკოსები]]
[[კატეგორია:ქართველი მედიკოსები]]

06:24, 20 ივნისი 2010-ის ვერსია

ალექსანდრე სტეფანეს ძე ალადაშვილი (დ. 17 ივნისი/30 ივნისი, 1876, სოფ. არბოშიკი, ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ― გ. 29 ივნისი, 1950, თბილისი), ქართველი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1911), პროფესორი (1919), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკედემიკოსი (1946), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941). ქართული თერაპიული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია

1904 წელს დაამთავრა იურიევის (ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1911 ხარკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ბორჯომის მინერალური წყლის ფიზიოლოგიური მოქმედების საკითხისათვის". 1919 აირჩიეს სიმფეროპოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის გამდეგ, 1919-1921 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ)სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგედ, 1921-1924 იყო სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, 1921-1950 საფაკულტეტო ტერაპიის კათედრის გამგე (ჯერ თსუ-ში, შემდეგ - სამედიცინო ინსტიტუტში). მრავალი წლის მანძილზე იყო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი და საქართველოს სსრ ჯანდაცვის სმინისტროს სამედიცინო სამჭოს თავმჯდომარე (1937-1950).

ალადაშვილი იყო საქართველოს თერაპევტთა საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე (1940-1950). აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში კურორტოლოგიის, ტუბერკულოზისა და პროფესიული დაავადებათა ინსტიტუტების და სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს დაარსებაში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის II საავადმყოფოს, რომელსაც შემდგომ მისი სახელი მიეკუთვნა. ალადაშვილის მეცნიერული ნაშრომები უმთავრესად ეხება საქართველოს საკურორტო რესურსებისა და ადგილობრივი ნედლეულისაგან დამზადებული პრეპარატების სამკურნალო მიზნით გამოყენების საკითხებს. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

  • ვ. გერსამია. ალექსანდრე სტეფანეს ძე ალადაშვილი, თბილისი, 1955.
  • ქსე, ტ. 1, გვ. 259-260, თბ., 1975
  • ალადაშვილი ალექსანდრე სტეფანეს ძე.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბილისი, 1997, გვ. 85.