აბანოთუბანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
დასუფთავებ, replaced: რაიონ → მუნიციპალიტეტ using AWB
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Tbilisi 1464.jpg|thumb|აბანოთუბანი]]
[[ფაილი:Tbilisi 1464.jpg|thumb|აბანოთუბანი]]
'''აბანოთუბანი''', ''აბანოების უბანი'', [[საქართველო]]ს დედაქალაქ [[თბილისი]]ს ერთ-ერთი უძველესი უბანი, ახლანდელი [[ძველი თბილისი]]ს რაიონში, მდ. [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს.
'''აბანოთუბანი''', ''აბანოების უბანი'', [[საქართველო]]ს დედაქალაქ [[თბილისი]]ს ერთ-ერთი უძველესი უბანი, ახლანდელი [[ძველი თბილისი]]ს მუნიციპალიტეტში, მდ. [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს.


== ისტორია ==
== ისტორია ==

06:07, 20 ივნისი 2010-ის ვერსია

აბანოთუბანი

აბანოთუბანი, აბანოების უბანი, საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, ახლანდელი ძველი თბილისის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს.

ისტორია

ლეგენდა თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენას და მათზე ქალაქის გაშენებას V ს. ქართლის მეფეს ვახტანგ გორგასალს მიაწერს. X ს. არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი „გზათა და სამეფოთა წიგნში“ აღნიშნავს: „ქალაქში [თბილისში] არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხოდ დუღს“. ისტორიული ცნობებით XIII ს. თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს გვაწვდიან XIII-XIV სს. ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, XVIII ს. რუსი ვაჭარი ვასილ გაგარა, ასევე ვახუშტი ბაგრატიონი, რომელიც თბილისში ექვს აბანოს ითვლის.

XVII-XIX სს. თბილისში იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის), გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, „გრილი“ (შიოევის), „ჭრელი“ და სხვა აბანოები. დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII-XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი და მერმინდელ სეიდაბადშია თავმოყრილი, ბოტანიკური ბაღის აღმართის დასაწყისში. სწორედ ამიტომ, ამ ადგილს აბანოთუბანი ეწოდა.

ამ აბანოებს ძველ თბილისში მარტო სამკურნალო დანიშნულება არა ჰქონია; აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. აქვე ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს.

აბანოთუბანის ხედები

ლიტერატურა

  • „აბანო“. ქსე ტ. I, გვ. 13. თბ., 1975
  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 4-5. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985