არტაქსერქსე I: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ur:اردشیراول
ბოტის დამატება: hu:I. Artaxerxész
ხაზი 36: ხაზი 36:
[[he:ארתחששתא הראשון]]
[[he:ארתחששתא הראשון]]
[[hr:Artakserkso I.]]
[[hr:Artakserkso I.]]
[[hu:I. Artaxerxész]]
[[it:Artaserse I di Persia]]
[[it:Artaserse I di Persia]]
[[ja:アルタクセルクセス1世]]
[[ja:アルタクセルクセス1世]]

21:07, 10 ივნისი 2010-ის ვერსია

ართახშასა I (ფარსი اردشیر یکم ,ბერძნ. Ἀρταξέρξης "მართალთა სამეფოს მეუფე") (? - ძვ. წ. 424) სპარსეთის მეფე აქემენიდების დინასტიიდან ძვ. წ. 465 - ძვ. წ. 424 წლებში. ხშაუარში I-ს ვაჟი. იქორწინა დამასპიაზე.

ართახშასა გამეფდა მას მერე, როდესაც შეთქმულებმა, არტაბანის მეთაურობით, მოკლეს მამამისი. დიოდორეს ცნობებით, შეთქმულებმა იგი დაარწმუნეს, რომ მკვლელობა მისმა უფროსმა ძმამ დარიავახუშმა ჩაიდინა. დარიავახუში შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს, იმის მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელი იფიცებოდა, რომ არაა დამნაშავე. მასთან ერთად მისი შვილებიც მოკლეს.

პლუტარქე წერს, რომ გადატრიალების შემდეგ, 7 თვის მანძილზე ძალაუფლება არტაბანს ჰქონდა და იგი ართახშასას წინააღმდეგ შეთქმულებას აგებდა, სურდა მეფის მოკვლა და თავად გამეფება. მაგრამ ართახშასა უფრო ცბიერი აღმოჩნდა, მან დაღუპა ატრაბანი, შემდეგ კი გაწყვიტა მთელი მისი გვარი.

ძვ. წ. 464 წელს ართახშასას მისი უმცროსი ძმა ვიშტაპსა აუჯანყდა, რომელიც იმ დროს ბაქტრიის სატრაპი იყო. მაგრამ იგი ორ ბრძოლაში დამარცხებული იყო და იგი მოკლეს. ახალი გადატრიალებების თავიდან ასაცილებლად ართახშასამ ბრძანა თავისი ცოცხალი ძმების დახოცვა. ასე გახდა ართახშასა ახემენიდების იმპერიის ერთპიროვნული მმართველი.

მისი მმართველობა საერთო ჯამში მშვიდი იყო, მაგრამ არა უდარდელი. ძვ. წ. 460 წელს სპარსებმა დაკარგეს ეგვიპტე, სადაც ლივიელი ინარი გაბატონდა. ეგვიპტის სატრაპი ხახამანიში პაპრემისთან იყო მოკლული. ინარმა კავსირი დადო ათენელებთან, რომლებმაც ძვ. წ. 459 წელს დასახმარებლად 200 გემი გამოუგზავნეს. მალე მემფისი დაეცა და ალყა შემოერტყა მის ციტადელს "თეთრ კედელს". მხოლოდ ძვ. წ. 456 წელს სირიის სატრაპმა ბაგაბუხშმა მოახერხა აჯანყებულთა და მათ მოკავშირეთა დამარცხება. გადარჩენილმა ბერძნებმა და ეგვიპტელებმა თავი კუნძულ პროსოპიტიდას შეფარეს, დელტის დასავლეთით და აქ წელიწადნახევარი ებრძოდნენ სპარსებს. მხოლოდ მდინარის სხვა კალაპოტში გადაყვანის შემდეგ შეძლეს სპარსებმა კუნძულის აღება. ეგვიპტე ისევ დაიმორჩილეს სპარსებმა.

რაც შეეხება ათენელებს, ისინი განაგრძობდნენ ბრძოლას. ძვ. წ. 449 წელს მათმა ესკადრამ კიმონის მეთაურობით კვიპროსთან დაამარცხა სპარსული არმია. მალე ზავი დაიდო, რამაც დაასრულა ნახევარსაუკონოვანი ბერძნულ-სპარსული ომი.

  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6
წინამორბედი:
ხშაუარში I
სპარსეთის მეფე
ძვ. წ. 465 - ძვ. წ. 424
შემდეგი:
ხშაუარში II
წინამორბედი:
ხშაუარში I
ეგვიპტის ფარაონი
ძვ. წ. 465 - ძვ. წ. 424
შემდეგი:
ხშაუარში II