შავარდენი (გვარი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: bg:Маврицийска ветрушка; cosmetic changes
ბოტის დამატება: ru:Маврикийская пустельга
ხაზი 37: ხაზი 37:
[[ja:モーリシャスチョウゲンボウ]]
[[ja:モーリシャスチョウゲンボウ]]
[[pl:Pustułka maskareńska]]
[[pl:Pustułka maskareńska]]
[[ru:Маврикийская пустельга]]
[[zh:毛里裘斯隼]]
[[zh:毛里裘斯隼]]

08:20, 7 ივნისი 2010-ის ვერსია

ტერმინს „შავარდენი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ შავარდენი.
შავარდენი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  შავარდნისნაირნი
ოჯახი:  შავარდნისებრნი
გვარი:  შავარდენი
ლათინური სახელი
Falco

შავარდენი (Falco), ფრინველთა გვარი შავარდნისნაირთა რიგისა. ახასიათებს თითქმის კოსმოპოლიტური გავრცელება (არ არის ანტარქტიკაში). ზედა ნისკარტზე აქვს ბასრი კბილაკი. შავარდენის ფრთები გრძელი და ვიწროა, შებუმბლვა მჭიდრო. სხეულის სიგრძე 21-50 სმ აღწევს. ბუდეს არ იშენებს - კვერცხებს (3-4 ცალი) დებს კლდის ნაპრალებში, ნიადაგზე, სხვა ფრინველების მიტოვებულ ბუდეებში. ინკუბაცია გრძელდება 1 თვემდე, კრუხობს დედალი. უმრავლესობა ბუდობის პერიოდის გარდა ნომადობს კიდეც. ამჟამად გვარში გაერთიანებულია ყოფილი დამოუკიდებელი გვარები:Aesalon, Cerchneis, Erythropas, Hypotrirorchis, Harpe. Ieracidea და სხვა. იკვებებიან წვრილ-წვრილი ძუძუმწოვრებით, ფრინველებით და მწერებით (რომლებსაც ჰაერში იჭერენ), ქვეწარმავლებით. მსხვილ შავარდენს (შავარდენი, სონღული) ბაზებად იყენებდნენ. გვარში 36 სახეობაა, მათ შორის საქართველოში გვხვდება 7: ველისა და ჩვეულებრივი კირკიტები, ალალი, თვალშავი, მარჯანი, ბარი, შავარდენი; ბოლო ორი შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში".