სენ კატაიამა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ja:
რობოტი დამატება: en:Katayama Sen
ხაზი 5: ხაზი 5:
[[კატეგორია:დაბადებული 1871]]
[[კატეგორია:დაბადებული 1871]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1911]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1911]]

[[en:Katayama Sen]]
[[ja:片山潜]]
[[ja:片山潜]]

20:50, 11 ოქტომბერი 2006-ის ვერსია

კატაიამა სენ (* 3 დეკემბერი, 1859, სოფ. ჰადეგი, მიმასაკის პროვინცია ― † 5 ნოემბერი, 1933, მოსკოვი), იაპონიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე. იელის უნივერსიტეტის (აშშ) დამთავრების (1895) შემდეგ, 1896 დაბრუნდა იაპონიაში და აქტიურად ჩაება სოციალისტური და მუშათა მოძრაობის ორგანიზაციაში. 1900 დაუსწრებლად აირჩიეს II ინტერნაციონალის აღმასკომის ბიუროს წევრად. 1914 პოლიციის რეპრესიების გამო აშშ-ში წავიდა, სადაც მიემხრო ამერიკის სოციალისტურ მოძრაობას, დაარსა იაპონიის მუშების პირველი კომუნისტური ჯგუფები აშშ-ში (1918). 1920 იაპონიურ ენაზე თარგმნა ვ. ი. ლენინის წიგნი "სახელმწიფო და რევოლუცია". პოლიციის დევნის გამო 1921 მექსიკაში წავიდა, იქიდან - საბჭოთა რუსეთში. 1922 აირჩიეს კომინტერნის აღმასკომის წევრად, შემდეგ კომინტერნის აღმასკომის პრეზიდიუმის წევრად. კატაიამა იყო იაპონიის კომპარტიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი (1922). მონაწილეობდა ბრიუსელისა (1927) და მაინის ფრანკფურტის (1929) ანტიიმპერიალისტურ კონგრესებში. ასევე ამსტერდამის ომის საწინააღმდეგო კონგრესში (1932). დასაფლავებულია წითელ მოედანზე, კრემლის კედელთან.