სულთმოფენობა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: csb:Zesłanié Swiãtégò Dëcha
ბოტის დამატება: nah:Xōchipascua
ხაზი 49: ხაზი 49:
[[mk:Педесетница]]
[[mk:Педесетница]]
[[mn:Пентекост]]
[[mn:Пентекост]]
[[nah:Xōchipascua]]
[[nds:Pingsten]]
[[nds:Pingsten]]
[[nds-nl:Pinkster]]
[[nds-nl:Pinkster]]

20:14, 5 ივნისი 2010-ის ვერსია

სულთმოფენობის მართლმადიდებლური ხატი. ქვედა ნაწილზე გამოსახულია ალეგორიული ფიგურა, სახელად კოსმოსი, რაც სიმბოლურად გამოხატავს სამყაროს.

ამაღლების შემდეგ მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებულ ნუგეშისმცემელის - სულიწმინდას მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს (რომელიც აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეა), დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, რომლებმაც აქამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმინდის მადლი ქრისტეს 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია. სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც ასევე ათორმეტთაგანია, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება, წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რომლის დროსაც პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ; ამ დღეს ქრისტიანები ასევე პირველად ამბობენ სულიწმინდის მოწვევის ლოცვას; „ მეუფეო ზეცათაო“....

სულთმოფენობის დღესასწაულს მეტად ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს; როდესაც წმ. წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმ. მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მისცა ღმრთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. აქედან მოყოლებული დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა. ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება.

ტრადიციულად სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს. ტაძარი შიგნიდან ირთვება ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით, ძირს ეფინება რაც შეიძლება ბევრი ბალახი. მორწმუნეები წირვაზე მიდიან ყვავილის ლამაზი თაიგულებით, შუაში დამაგრებული ანთებული სანთლებით, რომლებიც წირვის შემდეგ იკურთხება. ეს ყველაფერი საოცარ სანახაობას წარმოადგენს. ტაძრის მწვანედ შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის, ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ.

იგულისხმება, რომ სულიწმინდის მადლი ამ სიმწვენეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ტაძარში დაფენილ სიმწვენესა და ბალახებს მთელი წელი ინახავენ - ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულმოქმედი ძალა აქვს, რაშიც თითოეულ ადამიანს შეუძლია დარწმუნდეს.