ავსტრია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: xal:Өстрмудин Орн
ბოტის შეცვლა: xal:Өстрмүдин Орн
ხაზი 322: ხაზი 322:
[[wo:Otris]]
[[wo:Otris]]
[[wuu:奥地利]]
[[wuu:奥地利]]
[[xal:Өстрмудин Орн]]
[[xal:Өстрмүдин Орн]]
[[yi:עסטרייך]]
[[yi:עסטרייך]]
[[yo:Ọ́stríà]]
[[yo:Ọ́stríà]]

23:38, 19 მაისი 2010-ის ვერსია

ავსტრიის რესპუბლიკა
Republik Österreich
ავსტრია
ავსტრიის
დროშა გერბი
ჰიმნი: Land der Berge, Land am Strome
ავსტრიის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ვენა
48°12′ ჩ. გ. 16°21′ ა. გ. / 48.200° ჩ. გ. 16.350° ა. გ. / 48.200; 16.350
ოფიციალური ენა გერმანული,
რეგიონალური ენები:სლოვენური,
ხორვატული,
უნგრული
მთავრობა ფედერაციული რესპუბლიკა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი
 -  კანცლერი ვერნერ ფაიმანი
ფართობი
 -  სულ 83,872 კმ2 (115-ე)
 -  წყალი (%) 1.7
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 8,356,707 (93-ე)
 -  2001 აღწერა 8,032,926 
 -  სიმჭიდროვე 99 ად კაცი/კმ2 (99-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $279.5 მილიარდი (34-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $36,000 (მე-8)
აგი (2005) 0.948 (მაღალი) (მე-15)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
 -  ზაფხულის (DST) CET (UTC +2სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი AUT
Internet TLD .at
სატელეფონო კოდი 43

ავსტრია- ფედერალური სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება გერმანია და ჩეხეთი, აღმოსავლეთით - უნგრეთი და სლოვაკეთი, სამხრეთით - სლოვენია და იტალია, დასავლეთით - შვეიცარია და ლიხტენშტაინი. ფართობი - 83,8 ათასი კმ2. მოსახლეობა - 8,316,487. დედაქალაქი - ვენა. სახელმწიფო ენა - გერმანული. დღესასწაული - 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების დღე (1995).

სახელწოდება

  • ოფიციალური: ქართულად - ავსტრიის რესპუბლიკა; გერმანულად - Republik Österreich.
  • ეტიმოლოგია - მე-9 საუკუნეში იგი ფრანკთა იმპერიის განაპირა აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენდა და კარლოს დიდი მას Ostmark-ს უწოდებდა, რაც „აღმოსავლეთის ქვეყანას“ ნიშნავს. მე-11 საუკუნეში გამოჩნდა ტერმინი Ostarrichi. აქედანაა მიღებული მისი დღევანდელი სახელი Osterreich – გერმანულად, Autriche - ფრანგულად და Austria - ლათინურად.
  • ქვეყნის კოდი - AT.

გეოგრაფია

ავსტრიის რესპუბლიკა

ავსტრია მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში, მოსაზღვრე ქვეყნებია: გერმანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია, იტალია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი.

  • ფართობი - 83.900 კვ.კმ.
  • ბუნება: ქვეყნის ¾ ალპებს უკავია. უმაღ. მწვერვალი - გროსგლოკნერი 3.797 მ; უდიდესი მდინარეები (კმ) - დუნაი 350 (სულ 2860), მური 348 (სულ 444), ინი 280 (სულ 510); უდ. ტბა (კვ.კმ) - ნოიზიდლერზეე 132 (სულ 152); კლიმატი – კონტინენტური, ალპური.
  • ბუნებრივი რესურსები - რკინის მადანი, ნავთობი, საშენი ხე-ტყე, მაგნეზიტი, ტყვია, ქვანახშირი, სპილენძი, ჰიდროენერგია.

სახელმწიფო

კანცლერის რეზიდენცია
  • პოლიტიკური სისტემა - დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
  • მთავრობის მეთაური - კანცლერი .
  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (183+62 წევრი).
  • ეროვნული დღესასწაული - 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ კანონის მიღების დღე (1955).

ადმინისტრაციული დაყოფა

ავსტრია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 9 მხარედ (Bundesland), მათ შორის არის დედაქალაქი ვენა.. მხარეებს აქვთ თავისი კონსტიტუციები, პარლამენტები და მთავრობები. ავსტრიის მხარებია (ფრჩხილებში ადმინისტრაციული ცენტრები):

დემოგრაფია

ეკონომიკა

ავსტრია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (225 მლრდ $) მსოფლიოში 22-ე ადგილი უკავია..

  • წამყვანი დარგები - შავი მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ელექტროტექნიკური, ქიმიური და ელექტროენერგეტიკული მრეწველობა.
  • ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 2, მრეწველობა - 40, მომსახურება - 67;
  • ე.ე.პ. (1 სულზე) - 27.920 $.
  • ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, სატრანსპორტო მოწყობილობანი, ქაღალდი და ცელულოზა, ლითონი, ფოლადი.
  • უდიდესი კომპანიები - აუსტრიან ეირლაინზი, ბანკი რაიფაიზენი.
  • ბიუჯეტი - 53,000 მლნ $.
  • ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ავსტრიული შილინგი.

ისტორია

ავსტრიის ტერიტორიაზე ადრეული ცხოვრების პერიოდი განეკუთვნება პალეოლითის ხანას. ბევრია რკინის ხანის არქეოლოგიური კულტურა. ქვეყნის ტერიტორიაზე სახლობდნენ ილირიული ხალხები, რომლებსაც ძვ.წ. 500-400 წლებში კელტები შეესივნენ. მდინარე დუნაის სამხრეთით მდებარე ტერიტორიები რომაელებმა დაიპყრეს და გაჩნდა რომაული ცენტრები: ვინდობონა (ვენა), იუვავუმი (ზალცბურგი), მუტენი (ლაითის ბრუკი) და სხვა.

  • XX ს. - ავსტრიის რესპუბლიკა შეიქმნა 1918 წელს ავსტრო-უნგრეთის ჰაბსბურგთა იმპერიის დაშლის შემდეგ. ოკუპირებულ იქნა ჰიტლერული მესამე რეიხის მიერ 1938 წელს. ანტიფაშისტური კოალიციის შესვლის შედეგად აღდგა კონსტიტუცია, თუმცა დამოუკიდებლობა აღიარებულ იქნა მხოლოდ 1955 წელს. ევროპულ თანამეგობრობას ავსტრია შეუერთდა 1989 წელს.

მემკვიდრეობა

  • ვენა - ისტორიული ცენტრი, ბელვედერის პარკი, შონბრუნის სასახლე (XVI ს.) და ბაღები, მსოფლიოში უძველესი ზოოპარკი (1752 წ.);
  • ზალცბურგი - ისტორიული ცენტრი, მოცარტის სახლ-მუზეუმი, XI ს-ის ციხე;
  • გრაცი - ტევტონთა ორდენის რაინდთა ტაძარი (XIII ს.);
  • ინსბრუკი - ფიურსტენბერგის ციხე (XV ს.), იმპერატორის სასახლე (XVII ს.).

ცნობილი ავსტრიელები

იხ. ცნობილი ავსტრიელები

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ავსტრიის პორტალი – დაათვალიერეთ სტატიები ავსტრიის შესახებ.

თარგი:Link FA თარგი:Link FA