ქრისტიანული დემოკრატია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
წაიშალა კატეგორია ქრისტიან (HotCat-ის გამოყენებით)
ხაზი 13: ხაზი 13:
{{პოლიტიკური იდეოლოგიები}}
{{პოლიტიკური იდეოლოგიები}}
[[კატეგორია:პოლიტიკური იდეოლოგიები]]
[[კატეგორია:პოლიტიკური იდეოლოგიები]]
[[კატეგორია:ქრისტიან]]
[[კატეგორია:დემოკრატია]]
[[კატეგორია:დემოკრატია]]
[[კატეგორია:პოლიტიკური მოძრაობები]]
[[კატეგორია:პოლიტიკური მოძრაობები]]

14:43, 19 მაისი 2010-ის ვერსია

ქრისტიანული დემოკრატია - ეკლესიისგან ავტონომიური პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც გამოდის პოლიტიკურ არენაზე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის დაპირებით, ქრისტიანული პრინციპების დაცვით.

ევროპაში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის იდეოლოგი იყო კათოლიკური ეკლესია, თუმცა მართლმადიდებლურ ქვეყნებში მოძრაობა შესაბამისად მართლმადიდებლურ დოგმატებს იცავს. მოძრაობის ძირითადი მიზანია ქრისტიანული მოსახლეობის, მისი იდენტურობის დაცვა და თანამედროვე საზოგადოებაში ადგილის დაკავება. თავდაპირველი დოქტრინის თანახმად ქრისტიანული დემოკრატია მოუწოდებდა ჰარმონიისკენ ურთიერთდახმარებასა და სამართლიანობას შორის. მომავალში იდეოლოგიას დაემატა რამდენიმე სხვა კონცეფციაც - სუბსიდიარობა, პერსონალიზმი, სოლიდარიზმი, პოპულარიზმი და სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მოძრაობამ ითამაშა სერიოზული როლი დასავლეთ ევროპაში ლიბელარული დემოკრატიის, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში. ქრისტიანულ დემოკრატიულმა პარტიებმა შეცვალეს ჩილეს, იტალიისა, გერმანიის და აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის დიქტატორული რეჟიმი. დღეისათვის ქრისტიან-დემოკრატები გამოხატავენ სამართლებრივი სახელმწიფოსკენ მისწრაფებას. ქრისტიან-დემოკრატები მიისწრაფებიან სოციალური სახელმწიფოსკენ პიროვნებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შენახვის პირობით. პოლიტიკურ სპექტრში მიისწრაფიან ცენტრიზმისკენ.

წყაროები