ლიპარიტ I: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

20:10, 15 ივნისი 2005-ის ვერსია

ლიპარიტ I ბაღვაში, კლდეკარის საერისთავოს პირველი ერისთავი. სამთავროებს შორის პირველობისათვის ატეხილი ბრძოლის გამო IX საუკუნის 80-იან წლებში დატოვა ბაღვაშთა მამულობითი სამფლობელო არგვეთი და გადავიდა თრიალეთში, სადაც ქართლიდან ჯავახეთისაკენ მიმავალ გზაზე, თრიალეთის ქედია უღელტეხილზე, ე. წ. კლდეკარში, ააგო ციხე და საერისთავო დააარსა. ლიპარიტ I-მა თავის პატრონად ცნო ("იპატრონა") დავით ბაგრატიონის ძე კურაპალატი (876-881) და მხარი დაუჭირა მას გვარამ (გუარამ) მამფალის (― † 882) ძის ნასრას (― † 888) წინააღმდეგ ბრძოლაში. ლიპარიტ I-ის დახმარებით ნასრა განდევნეს კონსტანტინოპოლში. შემდგომში კურაპალატის ახლოს მდგომთა შორის ლიპარიტ I აღარ ჩანს.