ალავერდი-ხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: az:Allahverdi xan
ბოტის შეცვლა: fa:الله‌وردی خان
ხაზი 11: ხაზი 11:
[[bg:Алахверди хан]]
[[bg:Алахверди хан]]
[[en:Allahverdi Khan]]
[[en:Allahverdi Khan]]
[[fa:اللّه‌وردی خان]]
[[fa:الله‌وردی خان]]
[[fr:Allahverdi Khan]]
[[fr:Allahverdi Khan]]

20:28, 18 მაისი 2010-ის ვერსია

ალავერდი-ხანი (გ. 24 მაისი, 1614), ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე. გამაჰმადიანებული ქართველი (საქართველოდან ტყვედ წაიყვანეს ბავშვობაში), გვარად უნდილაძე. ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი, ფარსის ბერლარბეგი, აბას I-ის სამხედრო რეფორმების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი. როგორც სარდალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალეთთან ომში (1603—1612). ისპაანში ააშენა ხიდი მდ. ზენდერუდზე, რომელსაც დღესაც მისი სახელი ჰქვის. აბას I-ის ბრძანებით ალავერდი-ხანი დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში. ირანში ალავერდი-ხანის შვილებიც დაწინაურდნენ. უფროსმა იმამყული-ხანმა მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლაბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსმა დაუდ-ხანმა — ყარაბაღისა.

ერთ-ერთი ვერსიით, ალავერდი-ხან უნდილაძე შაჰის ბრძანებით მოკლეს, რადგან ფაქტობრივად იგი შაჰზე გავლენიან პიროვნებას წარმოადგენდა.