მინისტრ-პრეზიდენტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ko:총리 წაშლა: sl:Ministrski predsednik
ბოტის დამატება: nn:Ministerpresident
ხაზი 35: ხაზი 35:
[[ko:총리]]
[[ko:총리]]
[[nl:Minister-president]]
[[nl:Minister-president]]
[[nn:Ministerpresident]]
[[no:Ministerpresident]]
[[no:Ministerpresident]]
[[pt:Ministro-presidente]]
[[pt:Ministro-presidente]]

09:44, 15 მაისი 2010-ის ვერსია

მინისტრ-პრეზიდენტი (გერმ. Ministerpräsident) — მთავრობის თავმჯდომარე ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ან ქვეყნის რეგიონში. ის არის პრემიერ-მინისტრის ან პირველი მინისტრის ალტერნატიული ტერმინი და ძალიან ჰგავს წოდებას „მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი“.

გერმანულად სიტყვა ნიშნავს „მინისტრების პრეზიდენტი“. ასე რომ „მინისტრ-პრეზიდენტი“ არის უფრო ზუსტი თარგმანი.

ავსტრია

1867-1918 წლებში მთავრიბის პირველი მინისტრს ეწოდებოდა მინისტრ-პრეზიდენტი. მანამდე კი - სახელმწიფოსკანცლერი. დღეს მთავრობი მეთაურს ჰქვია ბუნდესკანცლერი (ფედერალური კანცლერი).

ბელგია

ტერმინი ასევე გამოიყენება ბელგიაში, რეგიონის ან ენობრივი საზოგადოების მთავრობის მეთაურის აღნიშვნისას.

გერმანია

მინისტრ-პრეზიდენტი არის გერმანიის ფედერალური მხარის მთავრობის მეთაური.

ზოგადად კონსტიტუციური პოზიციით მინისტრ-პრეზიდენტი ფედერალურ მხარეში ძალიან ჰგავს კანცლერს ფედერალურ დონეზე. იგი აირჩევა ლანდტაგის მიერ. იგი თავის მთავრობის რამდენიმე მინისტრთან ერთად წარმოადგენს ფედერალურ მხარეს ბუნდესრატში. აქედან გამომდინარე იგი შეიძლება იყოს ძალიან გავლენიანი ფედერალურ სტრუქტურებში.

შენიშვნა: ყველა ფედერალური მხარის მთავრობის მეთურს ეწოდება მინისტრ-პრეზიდენტი გარდა ბერლინის, ბრემენის და ჰამბურგისა. იქ მხარის მმართველებს უწოდებენ მმართველ ბურგომინისტრს ბერლინში, ბურგომინისტრს და სენატის პრეზიდენტს ბრემენში და პირველ ბურგომინისტრს ჰამბურგში. მათ აქვთ იგივე ფუნქციები რაც მინისტრ-პრეზიდენტს.

ნიდერლანდი

ნიდერლანდში პრემიერ-მინისტრს ოფიციალურად ეწოდება მინისტრ-პრეზიდენტი, მაგრამ ჩვეულებრივ პრემიერი გამოიყენება. მისი ფუნქციები განსაზღვრულ იქნა კონსტიტუციაში 1848 წელს (მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი). წოდება მინისტრ-პრეზიდენტი ოფიციალურად გამოიყენება 1945 წლიდან.

ნორვეგია

ნორვეგიაში ვიდკუნ ქუისლინგი მთავრობის თავმჯდომარე 1942-45 წლებში გერმანული ოკუპაციის დროს იწოდებოდა მინისტრ-პრეზიდენტად (ნორგეგიულად ministerpresident).