ამერიგო ვესპუჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
1110822 ცვლილების გაუქმება 93.177.130.242-ის მიერ (განხილვა)
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{orphan|date=იანვარი 2010}}
{{orphan|date=იანვარი 2010}}


[[ფაილი:Amerigo Vespucci01.jpg|thumb|ვესპუჩის ქანდაკება ფლორენციაში.]]
[[ფაილი:Amerigo Vespucci01.jpg|thumb|ვესპუჩის ქანდაკება ფლორენციაში.]]

18:38, 22 აპრილი 2010-ის ვერსია

თარგი:Orphan

ვესპუჩის ქანდაკება ფლორენციაში.

ამერიგო ვესპუჩი (Amerigo Vespucci; დ. 19 მარტი, 1454 — გ. 22 თებერვალი, 1512) — იტალიელი ვაჭარი, მკვლევარი და კარტოგრაფი. მას ეჭირა მთავარი როლი ორ რეისში, რომელიც იკვლევდა სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს 1499-1502 წლებში. მეორე რეისის დროს აღმოაჩინა, რომ სამხრეთი ამერიკა უფრო ფართოვდებოდა სამხრეთისკენ, ვიდრე ევროპელებმა იცოდნენ. ამ ფაქტმა დაარწმუნა იგი, რომ ეს მიწა იყო ახალი კონტინენტის ნაწილი.

ვესპუჩის მოგზაურობები ცნობილი გახდა ევროპისათვის, როდესაც მისი ანგარიშები გამოქვეყნდა 1502-1504 წლებში. 1507 წელს მარტინ ვოლდსიმიულერმა გამოაქვეყნა მსოფლიო რუკა, სადაც ახალ კონტინენტს მან „ამერიკა“ უწოდა, ვესპუჩის პირველი სახელი. დანართ წიგნში ვოლდსიმიულერმა გამოაქვეყნა ვესპუჩის ერთ-ერთი ანგარიში, რომელმაც გამოიწვია კრიტიკა ვესპუჩის მიმართ, როგორც ქრისტეფორე კოლუმბის დიდების მიმთვისებელი. შემდგომ აღმოჩენებში, მეთვრამეტე ასწლეულში ვესპუჩის სხვა წერილების ნახვისას გაირკვა, რომ ადრე გამოქვეყნებული ბალანსი იყო გაკეთებული არა ვესპუჩის, არამედ სხვების მიერ.

ცხოვრება

ვესპუჩი დაიბადა ფლორენციაში, იტალია, დიდგვაროვან ოჯახში. მამამისი იყო ნოტარიუსი ფულის გადამცვლელ გილდთა ფლორენციაში. ამერიგო მუშაობდა ლორენცო დი პერფრანცესკო დი'მედიჩისა და მის ძმასთან ჯოვანისთან. 1491 წელს მათ გაგზავნეს ვესპუჩი, რათა ემუშავა მათ სააგენტოში სევილიაში, ესპანეთი.

1508 წელს, მისი ორი მოგზაურობის შემდეგ ამერიკაში, ვესპუჩისათვის შეიქმნა ექპერიმენტალი მაიორის წოდება, პასუხისმგებლობით ოკეანეში რეისისთვის გასაწვრთნელი პილოტების.