აშური (ქალაქი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ვიკი}}
{{სტილი}}
აშური, მდებარეობს მდინარე ტიგრის დასავლეთ ნაწილში. აშური ანტიკური ასურეთის ერთ-ერთი დედაქალაქი იყო. იგი ამჟამად თანამედროვე [[ერაყი]]ს ტერიტორიაზე მდებარეობს. სახელი „აშური“ გამომდინარეობს ასურეთის ღვთაების [[ასური|ასურისგან]]. ასური მიიჩნეოდა ასურეთის მთავარ ღმერთად და მესოპოტამიურ მითოლოგიაში იგი გათანასწორებული იყო ბაბილონელების მთვარ ღმერთთან - მარდუქთან.
აშური, მდებარეობს მდინარე ტიგრის დასავლეთ ნაწილში. აშური ანტიკური ასურეთის ერთ-ერთი დედაქალაქი იყო. იგი ამჟამად თანამედროვე [[ერაყი]]ს ტერიტორიაზე მდებარეობს. სახელი „აშური“ გამომდინარეობს ასურეთის ღვთაების [[ასური|ასურისგან]]. ასური მიიჩნეოდა ასურეთის მთავარ ღმერთად და მესოპოტამიურ მითოლოგიაში იგი გათანასწორებული იყო ბაბილონელების მთვარ ღმერთთან - მარდუქთან.



11:44, 20 აპრილი 2010-ის ვერსია

აშური, მდებარეობს მდინარე ტიგრის დასავლეთ ნაწილში. აშური ანტიკური ასურეთის ერთ-ერთი დედაქალაქი იყო. იგი ამჟამად თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობს. სახელი „აშური“ გამომდინარეობს ასურეთის ღვთაების ასურისგან. ასური მიიჩნეოდა ასურეთის მთავარ ღმერთად და მესოპოტამიურ მითოლოგიაში იგი გათანასწორებული იყო ბაბილონელების მთვარ ღმერთთან - მარდუქთან.

მიხედავად იმისა, რომ 2003 წელს ერაყში მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაცია (იუნესკო) შევიდა ერაყში და მოკლე ნუსხა გააკეთა აშურის შესახებ.

აშურის ადგილმდებარეობის გამოკვლევა დაიწყო 1898 წელს გერმანელი არქეოლოგების მიერ. არქეოლოიური გათხრები დაიწყო 1900 წელს ფრიდრიხ დელიჩის მეთაურობით, რომელიც გაგრძელდა 1903-1913 წლებში გერმანიის აღმოსავლეთმცოდნეობის გუნდის მიერ რობერტ კოლდევის ხელმძღვანელობით, მოგვიანებით კი ვოლტერ ანდრეს მიერ. ცოტა მოგვიანებით აშურის არქეოლოგიური გათხრები აწარმოა მიუნხენის უნივერსიტეტიმა და ბავარიის კულტურულმა სამინისტრომ 1990 წელს. 1988-1989 წლებში აშურის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ძეგლები მუშავდებოდა რ.დიტმენის სახელით, გერმანული კვლევის საფუძველზე.

აშური იყო სახელი, რომელიც იმართებოდა ქალაქის „ღვთებრივი მზრუნველობით“. მოგვიანებით იგი ასურულ ლიტერატურაში გამოჩნდა შემდეგი ფორმით ან-სარ, რომელიც სავარაუდოდ იკითხებოდა როგორც აშური. ღვთაების სახელი დაწერილია როგორც A-sur ან As-sur და ნეო-ასურელები ხშირად ამოკლებდნენ მას როგორც As.

ეს სახელი ძირითადად გამოხატავდა ზეცის პატრონის ღვთაების An-sar-ის სახელს, განსხვავებით დედამიწის მეპატრონის ღვთაების Ki-sar-გან. არქეოლოგიამ გამოააშკარავა, რომ აშურის ტერიტორია დაპყრობილი იყო ქრისტეს შობამდე მესამე ათასწლეულის შუა პერიოდში. ეს იყო შუმერულ პერიოდში, სანამ ასურული სახელმწიფო წარმოიქმნებოდა. ნეო-სუმერული Ur-III დინასტიის კოლაფსის შემდეგ (1940 წ. ჩვ. წ. აღ-მდე) ასურეთში სწრაფად იწყო განვითარება ვაჭრობამ. სავაჭრო მარშრუტი შეადგენდა მანძილს აშურიდან ანატოლიამდე, სადაც ასურელმა ვაჭრებმა დააარსეს სავაჭრო კოლონიები. ეს აზიური კოლონიები იწოდებოდა როგორც „Karum” რომლებიც ძირითადად ვაჭრობდნენ ბამბაზე და თუნუქზე. პირველი დიდი ტაძრები აღმართული იყო ასურეთში. ეს იყო ღმერთ „Assur”-ის და ამინდის ღვთაების „Adad“-ის ტაძრები. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო პირველი ციხესიმაგრეების მშენებლობა. აშური იყო Shamshi-Adad სახელმწიფოს დედაქალაქი ქრისტეს შობამდე 1813-1781 წლებში. მან განავრცო ქალაქის ძალაუფლება და გავლენა მდინარე ტიგრის ველამდე. ამ პერიოდში დიდი სამეფო სასახლე იქნა აშენებული. ამ სახელმწიფომ არსებობა დაასრულა, მაშინ როდესაც ხამურაბმა (Hammurabi) ბაბილონიდან ეს ქალაქი (აშურის ტერიტორია) თავის სახელმწიფოს შეუერთა Shamshi-Adad-ის სიკვდილის შემდეგ.

ასურეთმა დამოუკიდებლობა დაიბრუნა ქრისტეს შობამდე მე-14 საუკუნეში. ნეო-ასურულ პერიოდში სამეფო რეზიდენცია გადავიდა სხვა ასურულ სახელმწიფოში 912-859 წლებში ქრისტეს შობამდე. Ashur-hasir-pall II (884-859 წლებში ჩვ. წ. აღ-მდე) დედაქალაქი აშურიდან ქალაქ Kalhu-ში გადაიტანა, მაგრამ მიუხედავად ამისა აშური კვლავ რჩებოდა იმპერიის რელიგიურ ცენტრად, ეროვნული ღმერთის აშურის ტაძრის გამო.

ქრისტეს შობამდე 100 წლიდან ჩვენი წელთაღრიცხვით 270 წლამდე აშური მნიშვნელოვანი მმართველი ცენტრი გახდა. ასუროლოგი სიმო პარპოლას მიხედვით ქალაქს შეიძლება ჰქონოდა ავტონომიის სახელი.

აშური შეტანილია იუნესკოში, მსოფიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში, რომელიც წარმოადგენს ძველ არქეოლოგიურ მხარეს.

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1130
ინგლ.რუს.ფრ.