ლუციუს პაპირიუს კურსორი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16: ხაზი 16:


{{ბიო}}
{{ბიო}}

==წყაროები==

[http://ancientrome.ru/antlitr/livi/kn09-f.htm ტიტუს ლივიუსი]


[[კატეგორია:რომის დიქტატორები]]
[[კატეგორია:რომის დიქტატორები]]

17:44, 6 ოქტომბერი 2006-ის ვერსია

ლუციუს პაპირიუს კურსორი (Lucius Papirius Cursor) რომაელი მხედართმთავარი, ხუთგზის კონსული და ორგზის დიქტატორი.

პირველი დიქტატურა

პირველად კურსორი დიქტატორად ძვ. წ. 325 წელს აირჩიეს მეორე სამნიტური ომის დროს. მისი მხედართა მეთაური კვინტუს ფაბიუსი იყო. ლაშქრობა გაურკვეველი მკითხაობებით დაიწყო, ამიტომ დიქტატორი იძულებული იყო რომში დაბრუნებულიყო ხელმეორედ სამკითხაოდ. მან უბრძანა კვინტუს ფაბიუსს არ ჩართულიყო ბრძოლაში მისი ბრძანების გარეშე. ფაბიუსმა კი მზვერავთა მეშვეობით შეიტყო, რომ მტრის ბანაკში სრული უწესრიგობა სუფევს. ამიტომ მიუხედავად ბრძანებისა, იგი გაემართა იმბრინიუმისკენ და დაიწყო სამნიტებთან ბრძოლა.

რომაელებმა ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. კვინტუს ფაბიუსმა მოგროვილი მტრის შეიარაღება დაწვა და გამარჯვების შესახებ წერილი დიქტატორს კი არა, სენატს გაუგზავნა, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მას არ სურდა რომ დიქტატორს მისი დიდება წაერთმია ან გაეზიარებინა. განრისხებული დიქტატორი უმალვე გაემართა სამხედრო ბანაკისკენ. ფაბიუსს შეატყობინეს ამის შესახებ და მან შეკრიბა მეომრები და სთხოვა მათ დაცვა. მეომრებმა სრული მხარდაჭერა აღუქვეს.

დიქტატორმა ჩამოსვლის თანავე შეკრიბა მეომრები და ფაბიუსი დაადანაშაულა სამხედრო დისციპლინის დარღვევაში და დიქტატორის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობაში. მან უკვე უბრძანა ლიქტორებს ფაბიუსის შეპყრობა, როდესაც მისი ერთგული მეომრები რომში გაქცევაში დაეხმარნენ.

რომში მამის რჩევით კვინტუსი სენატში მივიდა და იჩივლა დიქტატორის სისასტიკეზე. მას ჯერ არ ჰქონდა დასრულებული სიტყვა, როდესაც ლიქტორებმა დიქტატორის მოვლა გამოაცხადეს. მიუხედავად იმისა რომ სენატი კვინტუსის სასარგებლოდ იყო განწყობილი, პაპირიუსი მაინც მოითხოვდა მის დასჯას. მაშინ მარკუს ფაბიუსმა მოითხოვა საქმის განსახილველად სახალხო კრებისთვის გადაცემა.

სახალხო კრებაზე კი იგი სიტყვით გამოვიდა, თქვა რომ არადროს არ ყოფილა რომ თუნდაც დამარცხებული მხედართმთავარი დაესაჯათ და გამარჯვებულს კი ჯილდოს მაგივრად სასიკვდილოთ იმეტებს განრისხებული დიქტატორი. სენატიც, ხალხის და მეომრებიც მის მხარეს იყვნენ. საბოლოოს კვინტუს ფაბიუსი მხოლოდ ხალხის ერთსულოვანმა ვედრებამ იხსნა და დიქტატორმა უარი თქვა მის დასჯაზე.

დიქტატორი დაბრუნდა სამხედრო ბანაკში, ფაბიუსს კი ქალაქში დარჩენა უბრძანა, მას არ შეეძლო ფაბიუსის დათხოვნა, ვინაიდან დიქტატორი და მხედართა მეთაური ერთად უნდა გადამდგარიყვნენ, ამიტომ აუკრძალა მას თანამდებობის გამოყენება.


წყაროები

ტიტუს ლივიუსი