ენერგია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: kn:ಶಕ್ತಿ
ბოტის შეცვლა: scn:Enirgìa
ხაზი 77: ხაზი 77:
[[ru:Энергия]]
[[ru:Энергия]]
[[sah:Энергия]]
[[sah:Энергия]]
[[scn:Energìa]]
[[scn:Enirgìa]]
[[sh:Energija]]
[[sh:Energija]]
[[simple:Energy]]
[[simple:Energy]]

18:29, 31 მარტი 2010-ის ვერსია

ენერგია — ყველა სახის მატერიის მოძრაობის და ურთიერთქმედების რაოდენობრივი ზომა. ენერგიის არაფრისგან გაჩენა, ისევე, როგორც მისი გაქრობა, შეუძლებელია; ენერგიის მუდმივობის კანონის თანახმად, ენერგია ერთი ფორმიდან მეორეში გადადის. მატერიის მოძრაობის ფორმების მიხედვით, განასხვავებენ მექანიკურ ენერგიას, შინაგან ენერგიას, ქიმიურ ენერგიას, ელექტრომაგნიტურ ენერგიას, ბირთვულ ენერგიას და ა. შ., თუმცა ეს დაყოფა პირობითია. მაგალითად, ქიმიური ენერგია წარმოადგენს ელექტრონების კინეტიკური ენერგიის და მათი ერთმანეთთან და ატომბირთვთან ურთიერთქმედების პოტენციური ენერგიის ჯამს. შინაგანი ენერგიაც ორი წევრის ჯამია: 1) სხეულის მასათა ცენტრის მიმართ მოლეკულების ქაოსური მოძრაობის კინეტიკური ენერგია; 2)მოლეკულების ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია. სისტემის ენერგია სისტემის მდგომარეობის დამახასიათებელი პარამეტრების ცალსახა ფუნქციას წარმოადგენს. უწყვეტი გარემოს ან ველის შემთხვევაში ენერგიის სიმკვრივის და ენერგიის ნაკადის სიმკვრივის ცნება შემოაქვთ; პირველს განსაზღვრავენ როგორც ენერგიას მოცულობის ერთეულში, ხოლო მეორეს — როგორც ენერგიის სიმკვრივისა და ენერგიის გადაადგილების სიჩქარის ნამრავლს.