ველოსიპედი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: ml:സൈക്കിൾ
ბოტის შეცვლა: an:Becicleta
ხაზი 26: ხაზი 26:
[[af:Fiets]]
[[af:Fiets]]
[[am:ብስክሌት]]
[[am:ብስክሌት]]
[[an:Bezicleta]]
[[an:Becicleta]]
[[ar:دراجة هوائية]]
[[ar:دراجة هوائية]]
[[arz:بيسكليته]]
[[arz:بيسكليته]]

00:33, 5 მარტი 2010-ის ვერსია

ველოსიპედი (ფრანგ.: vélocipède (ჩქარი ფეხი)) - არის ძირითადად ორბორბლიანი (არის სამ- და ოთხბორბლიანი მოდიფიკაციებიც) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება. მისი ტარება შეიძლება "პედლების" ფეხით დატრიალებით, პედლების საშუალებით ხდება ასევე სიჩქარის დარეგულირება.

ისტორია

ველოსიპედის ევოლუცია

1790 წელში პირველი ველოსიპედი რომელიც გამოიგონეს საფრანგეთში გავდა ორბორბლიან ხის ცხენს, პედლებისა და რულის გარეშე. 1817 წელს გერმანიაში მას დაამატეს მოძრაობის მიმართველი მექანიზმი. 1861 წელს საფრანგეთში ველოსიპედზე გამოჩნდა პედლები. 1870 წელს პირველად წინა დიდი ბორბლიანი ველოსიპედი გამოჩნდა ბრიტანეთში. და საბოლოოდ 1903 წელს პირველად გაიმართა შეჯიბრება - ტურ დე ფრანსი.

ველოსიპედის ტიპები

უნიციკლი
მონოციკლი
  • უნიციკლი (ერთადგილიანი ველოსიპედი) — სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შედგება: ველოსიპედის ერთი ბორბლისაგან და ყველა დანარჩენი ნაწილებისაგან რომლებიც ჩვეულებრივ აქვთ ტიპიურ ორბორბლიან ველოსიპედებს. უნიციკლის სამართავად საჭიროა რომ დაცული იყოს ოთხმხრივი ბალანსირება. ძირითადად გამოიყენება ცირკში, თუმცაღა დღესდღეობით ექსტრემალური სპორტის გვერდითაც გვხვდება. ორ წელიწადში ერთხელ იმართება ჩემპიონატები უნიციკლით მართვაში. დადგენილია რომ ადამიანს შეუძლია უნიციკლის მართვის სწავლა საშუალოდ 10—15 საათში.
  • მონოციკლი — სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ერთი ბორბლისაგან შედგება და მძღოლი ზის თავად ბორბლის შუაში. მონოციკლები ასევე გვხვდება მოტორიზირებულებიც.
ლიგერადი
  • ლიგერადი - ორბორბლიანი ან სამბორბლიანი ველოსიპედი რომელიც იმართება ნახევრად მწოლიარე მდგომარეობით. ამ ტიპის ველოსიპედები უფრო ხშირად ზურგზე დასაწოლი გვხდება, თუმცაღა არსებობს მუცელზე მწოლიარე მართვის ტიპებიც. ლიგერადი ტიპის ველოსიპედები აეროდინამიურია და ავითარებს მარალ სიჩქარეს ამიტომ მათთვის ცალკე შეჯიბრებები იმართება. 2004 წელს რეკორდი ლიგერადებს შორის დამყარდა საათში — 84 კმ 215 მ, ხოლო ჩვეულებრივი ველოსიპედისათვის კი — 49 კმ 441 მ. ლიგერადი პირველად ჩემპიონატი გაიმართა 1933 წელს. ასევე არსებობს ტანდემური ლეგერადები (ერთი ნახევრად დაწოლილია ხოლო მეორე ზის).
ტანდემი
  • ტრიციკლი - სამბორბლიანი ველოსიპედი გამოიყენება ბავშვების მიერ. არსებობს დიდი ზომის ტრიციკლები რომლებიც მიმართულია მათთვის ვისაც დარღვეულიაქ წონასწორობის გრძნობა. დიდი ზომის ტრიციკლების სტრუქტურას სხვა ტიპის ველოსიპედებშიც შევხვდებით.
  • ტანდემი - ველოსიპედი ორი ადამიანისათვის, რომელტაც თავიანთი პედლები გააჩნიათ. ამ ტიპის ველოსიპედებში ერთი ზის მეორის უკან, თომცაღა 1890 წელს იყო ტანდემის ვერსია სადაც ორი ადამიანი გვერდიგვერდ იჯდა. ტანდემები ასევე არსებობს სამი და მეტი ადამიანისათვის.

თარგი:Link FA თარგი:Link FA