მარიამ მაგდალინელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: bg, br წაშლა: te შეცვლა: eo
ბოტის შეცვლა: pt:Maria Madalena (santa)
ხაზი 60: ხაზი 60:
[[no:Maria Magdalena]]
[[no:Maria Magdalena]]
[[pl:Maria Magdalena]]
[[pl:Maria Magdalena]]
[[pt:Maria Madalena]]
[[pt:Maria Madalena (santa)]]
[[ro:Maria Magdalena]]
[[ro:Maria Magdalena]]
[[ru:Мария Магдалина]]
[[ru:Мария Магдалина]]

02:23, 23 თებერვალი 2010-ის ვერსია

მარიამ მაგდალინელი

მარიამ მაგდალინელი (ებრ. מרים המגדלית‎, ბერძ. Μαρία ἡ Μαγδαληνή, ლათ. Maria Magdalena) — ახალი აღთქმის პერსონაჟი, იესო ქრისტეს ერთგული მიმდევარი, ქრისტიანული წმინდანი, მენელსაცხებლე, რომელიც სახარებისეული ტექსტის თანახმად, ქრისტეს დაჰყვებოდა, დაესწრო მის ჯვარცმას და შეესწრო ქრისტეს სიკვდილისშემდგომ მოვლინებას.

მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებში მაგდალინელისადმი თაყვანისცემა განსხვავებულია: მართლმადიდებლობა მას თაყვანს სცემს, როგორც შვიდი ეშმაკეულისგან განკურნებულს; მისი სახელი სახარების მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში ფიგურირებს; კათოლიკური ეკლესიის ტრადიციებში კი მასთან დიდი ხანი აიგივებდნენ მონანიე მარიამ ბეთანიელთან, გარდა ამისა, თან დაურთავდნენ ფართო ლეგენდარულ მასალას.

იესო ქრისტესა და მარიამ მაგდალინელს შორის არსებული კავშირის ხასიათთან დაკავშირებით არაერთი კონსპიროლოგიური ვერსია და ვარაუდი არსებობს, რასაც მორწმუნე საზოგადოება აფასებს როგორც შებღალვას.

სახარებისეული მოწმობები მარიამ მაგდალინელზე

წარმოშობით გალილეის ქალაქ მაგდალადან იყო; კაპერნაუმთან ახლოს.

ახალ აღთქმაში მარიამ მაგდალინელის სახელი რამდენჯერმეა ნახსენები:

  • იესო ქრისტემ ის შვიდი ეშმაკისაგან განკურნა (ლკ.8:2)
  • ამის შემდეგ იესო ქრისტეს გაჰყვა, ემსახურებოდა მას და ქონებას უყოფდა (მკ15:40-41, ლმ.8:3)
  • გოლგოთაზე უფლის ჯვარცმას დაესწრო (მთ.27:56 და სხვ.)
  • იყო ქრისტეს დაკრძალვის მოწმე (მთ.27:61 და სხვ.)

თაყვანისცემა

მართლმადიდებლური ტრადიციები

ძალა

კათოლიკური ტრადიციები

ლეგენდები