აზავრეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
ხაზი 14: ხაზი 14:


{{ახალქალაქის მუნიციპალიტეტი}}
{{ახალქალაქის მუნიციპალიტეტი}}

[[კატეგორია:ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლები]]
[[კატეგორია:ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლები]]

11:11, 5 თებერვალი 2010-ის ვერსია

აზავრეთი, სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ჩამოუდის მდინარე აზავრეთისხევი. ზღვის დონიდან 2100 მ., ახალქალაქიდან დაშორებულია 21 კმ–ით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1491 კაცი.[1]

არის მოსაზრება, რომ სოფლის სახელის ეტიმოლოგია აზავერს („ხარია საკიდარი“ - საბა) უკავშირდება. თითქოს აზავრეთში გამოჰყავდათ აზავრები.

სოფელში შემორჩენილია დარბაზული ტიპის შუა საუკუნეების დიდი ეკლესია, რომელიც რესტავრირებულ იქნა გასული საუკუნის 90-იან წლებში. ეკლესიის ერთ-ერთ შემორჩენილ ბარელიეფზე გამოსახულია წმ. დანიელი ლომების ხაროში. შემორჩენილია ასევე ბოლნური ტიპის ჯვარი.

ლიტერატურა

  • მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002წ. გვ. 335-404.

სქოლიო