შავარდენი (გვარი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ ბოტის დამატება: it:Falco punctatus |
მNo edit summary |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
{{მრავალმნიშვნელოვნება|შავარდენი|შავარდენი}} |
|||
{|border=0 cellpadding=10 width=100% |
|||
|- bgcolor=silver |
|||
|ტერმინს "'''შავარდენი'''" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: [[შავარდენი]] |
|||
|} |
|||
{{ტაქსოდაფა * |
{{ტაქსოდაფა * |
||
| სახელი =შავარდენი |
| სახელი =შავარდენი |
12:39, 14 იანვარი 2010-ის ვერსია
შავარდენი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Falco | |||||||||||||
|
შავარდენი (Falco), ფრინველთა გვარი შავარდნისნაირთა რიგისა. ახასიათებს თითქმის კოსმოპოლიტური გავრცელება (არ არის ანტარქტიკაში). ზედა ნისკარტზე აქვს ბასრი კბილაკი. შავარდენის ფრთები გრძელი და ვიწროა, შებუმბლვა მჭიდრო. სხეულის სიგრძე 21-50 სმ აღწევს. ბუდეს არ იშენებს - კვერცხებს (3-4 ცალი) დებს კლდის ნაპრალებში, ნიადაგზე, სხვა ფრინველების მიტოვებულ ბუდეებში. ინკუბაცია გრძელდება 1 თვემდე, კრუხობს დედალი. უმრავლესობა ბუდობის პერიოდის გარდა ნომადობს კიდეც. ამჟამად გვარში გაერთიანებულია ყოფილი დამოუკიდებელი გვარები:Aesalon, Cerchneis, Erythropas, Hypotrirorchis, Harpe. Ieracidea და სხვა. იკვებებიან წვრილ-წვრილი ძუძუმწოვრებით, ფრინველებით და მწერებით (რომლებსაც ჰაერში იჭერენ), ქვეწარმავლებით. მსხვილ შავარდენს (შავარდენი, სონღული) ბაზებად იყენებდნენ. გვარში 36 სახეობაა, მათ შორის საქართველოში გვხვდება 7: ველისა და ჩვეულებრივი კირკიტები, ალალი, თვალშავი, მარჯანი, ბარი, შავარდენი; ბოლო ორი შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში".