სოორონბაი ჟეენბეკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოორონბაი ჟეენბეკოვი
ყირგ. Сооронбай Жээнбеков
სოორონბაი ჟეენბეკოვი ყირგ. Сооронбай Жээнбеков
ყირგიზეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 დეკემბერი, 2017 – 15 ოქტომბერი, 2020
წინამორბედიალმაზბეკ ატამბაევი
მემკვიდრეკანატბეკ ისაევი მ/შ

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 აპრილი, 2016 – 21 აგვისტო, 2017
პრეზიდენტიალმაზბეკ ატამბაევი
წინამორბედიტემირ სარიევი
მემკვიდრესაფარ ისაკოვი

ყირგიზეთის მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ოშის ოლქში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 აგვისტო, 2012 – 11 დეკემბერი, 2015
წინამორბედიაიტმამატ კადირბაევი
მემკვიდრეტაალაიბეკ სარიბაშევი

დაბადებული16 ნოემბერი, 1958
კარა-კულჯა, ყირგიზეთის სსრ, სსრკ
პოლიტიკური პარტიასკკპ და ყსდპ
შვილები2
განათლებაყირგიზეთის აგრარული უნივერსიტეტი
პროფესიაზოოინჟინერი

სოორონბაი ჟეენბეკოვი (ყირგ. Сооронбай Жээнбеков; დ. 16 ნოემბერი 1958) — ყირგიზი პოლიტიკური მოღვაწე, ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი (2016-2017 წწ.) და ყირგიზეთის პრეზიდენტი 2017-2020 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოორონბაი ჟეენბეკოვი დაიბადა 1958 წლის 16 ნოემბერს სოფელ კარა-კულჯაში, ოშის ოლქის საბჭოთა რაიონში[1]. 1976 წლიდან 1977 წლამდე მუშაობდა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ყირგიზეთის სსრ-ის ოშის ოლქის უზგენის რაიონის ლენინის სახელობის სკოლაში. 1983 წელს დაასრულა კ. სკრიაბინის სახელობის ყირგიზეთის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი ზოოინჟინერის სპეციალობით, რომლის დასრულების შემდეგ მუშაობდა მთავარ ზოოტექნიკად ოშის ოლქის საბჭოთა რაიონის საბჭოთა მეურნეობაში 1988 წლამდე.

1988 წლიდან 1989 წლამდე ოშის ოლქის საბჭოთა რაიონის ყირგიზეთის კომუნისტური პარტიის რაიონული კომიტეტის ინსტრუქტორი იყო. 1989 წლიდან 1991 წლამდე კი - ოშის ოლქის ულიანოვის სახელობის საბჭოთა მეურნეობის პარტკომის მდივანია, ხოლო 1993 წლამდე აღნიშნული საბჭოთა მეურნეობის დირექტორი. 1993 წლიდან 1996 წლამდე ოშის ოლქის კარა-კულჯინის რაიონის კოლექტივის „კაშკა-ჟოლის“ თავმჯდომარეა.

1995 წელს აირჩიეს სახალხო წარმომადგენელთა კრების ჟოგორკუ-კენეშის პირველი მოწვევის დეპუტატად. დეპუტატობის პერიოდში იყო აგრარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე. 1996-1997 წლებში ყირგიზეთის პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავჯდომარის მოადგილეა. 1997-2000 წლებში კვლავ აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარეა. 2003 წელს დაასრულა ყირგიზეთის აგრარული უნივერსიტეტი ბუღალტერის სპეციალობით[2]. 2005-2007 წლებში მესამე მოწვევის ჟოგორკუ-კენეშის დეპუტატია და ხელმძღვანელობს აგრომრეწველობის კომპლექსისა და ეკოლოგიის კომიტეტს.

2007 წლის 3 აპრილიდან 24 ოქტომბრამდე ყირგიზეთის სოფლის, წყლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მინისტრია. 24 ოქტომბერს გადადგა თანამდებობიდან ყირგიზეთის ახალი კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით. ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე დროებით ასრულებდა მინისტრის მოვალეობას. 2007 წლის 27 დეკემბერს ყირგიზეთის პრეზიდენტის ბრძანებით გათავისუფლდა ყირგიზეთის სოფლის, წყლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შესრულებიდან.

2008 წლიდან 2010 წლამდე კერძო მეწარმეა[3].

2010 წლის აპრილიდან ოშის ოლქში სახელმწიფოს მეთაურის წარმომადგენელი ანუ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელია, ხოლო 2010 წლის 3 სექტემბრიდან პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად - გუბერნატორი. 2012 წლის 16 აგვისტოდან ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დაინიშნა ოშის ოლქში მთავრობის სრულუფლებიან წარმომადგენლად.

2015 წლის 11 დეკემბრიდან სახელმწიფო კადრების სამსახურის დირექტორია. 2016 წლის აპრილიდან კი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე.

2016 წლის 13 აპრილს აირჩიეს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად[4]. 2017 წლის 21 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო გადადგა თანამდებობიდან[5].

2017 წლის 15 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 54,76 % და აირჩიეს ქვეყნის მეთაურად[6]. თანამდებობას დაიკავებს 2017 წლის 1 დეკემბერს.

2020 წლის 15 ოქტომბერს სოორონბაი ჟეენბეკოვი ქვეყანაში მიმდინარე საპორტესტო გამოსვლების ფონზე გადადგა[7].

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოორონბაი ჟეენბეკოვი არის მრავალშვილიანი ოჯახის მესამე შვილი[8]. ჰყავს 4 და და 5 ძმა. უფროსი ძმა კანტორო ტოქტომამატოვი იყო პროფესორი, აკადემიკოსი. მეორე ძმა ჟუსუპბეკ შარიპოვი ჯალალ-აბადის ოლქის გუბერნატორი 2005 წლის რევოლუციამდე, ამჟამად ყირგიზეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია ქუვეითში, მაროკოში, იორდანიასა და ბაჰრეინში. უმცროსი ძმა ასილბეკ ჟეენბეკოვი იყო მეხუთე მოწვევის ჟოგორკუ-კენეშის სპიკერი, ამჟამად დეპუტატი[9][10].

დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-16. ციტირების თარიღი: 2017-11-04.
  2. Премьер-министр Кыргызской республики. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-16. ციტირების თარიღი: 2017-11-04.
  3. Биография Сооронбая Жээнбекова
  4. В Кыргызстане избрали нового премьер-министра.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-20. ციტირების თარიღი: 2017-11-04.
  5. „Премьер Киргизии уходит в отставку в связи с участием в президентских выборах“. ТАСС (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-10-19.
  6. Сооронбай Жээнбеков избран президентом Киргизии
  7. ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი გადადგა
  8. Sooronbai Jeenbekov, Longtime Atambaev Ally With A Southern Touch, Poised For Kyrgyz Presidency.
  9. „Что известно о Сооронбае Жээнбекове, его родственниках и имуществе?“. Кактус (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-10-20.
  10. CA-portal.ru. Сооронбай Жээнбеков: семья, братья и собственность нового президента Кыргызстана. www.ca-portal.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-20. ციტირების თარიღი: 2017-10-20.