სლობოდან მილოშევიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სლობოდან მილოშევიჩი
Slobodan Milošević
Слободан Милошевић
სლობოდან მილოშევიჩი Slobodan Milošević Слободан Милошевић
სერბეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 მაისი 1989 – 23 ივლისი 1997

იუგოსლავიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 ივლისი 1997 – 2 ოქტომბერი 2000

დაბადებული20 აგვისტო 1941
პოჟარევაცი, იუგოსლავია
გარდაცვლილი11 მარტი 2006
ჰააგა, ნიდერლანდები
ეროვნებასერბი
პოლიტიკური პარტიასოციალისტური პარტია
მეუღლემირიანა მარკოვიჩი
რელიგიაათეისტი

სლობოდან მილოშევიჩი (დ. 20 აგვისტო, 1941 — გ. 11 მარტი, 2006) — სერბი პოლიტიკური მოღვაწე. სერბეთის პრეზიდენტი 1989-1997 წლებში და იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი 1997-2000 წლებში.

მილოშევიჩი თანამდებობიდან გადადგა 2000 წლის 24 სექტემბერს გამართული გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი სახალხო გამოსვლების შედეგად.

იგი იუგოსლავიის ხელისუფლებამ დააპატიმრა 2001 წელს და გადასცა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს. მილოშევიჩს ბრალს სდებდნენ 90-იან წლებში, იუგოსლავიაში სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ბოსნიაში, ხორვატიასა და კოსოვოში გენოციდის განხორციელებაში, რიგი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენაში.

კაცობრიობის წინაშე არაერთი მძიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი ისე დაიღუპა, რომ საერთაშორისო ტრიბუნალმა მისთვის განაჩენის გამოტანა ვერ მოასწრო. იგი 2006 წლის 11 მარტს ჰააგის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]