სკაგერაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სკაგერაკი და კატეგატი

სკაგერაკისრუტე ნორვეგიას, შვედეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსა და დანიის ნახევარკუნძულ იუტლანდიას შორის, რომელიც ჩრდილოეთის ზღვას აკავშირებს კატეგატის სრუტესთან და ბალტიის ზღვასთან.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდებები სკაგერაკი და კატეგატი ორივე დანიური წარმოშობისაა. სკაგერაკი დანიურად დაახლოებით სკაგენის არხს ნიშნავს. დანიური ქალაქ სკაგენის მიხედვით, რომელიც დანიის ტერიტორიის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. რაკ ნიშნავს სრუტეს, სანაოსნო გზას.[1][2]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზღვაო სრუტე, სკაგერაკი

სკაგერაკი არს 240 კილომეტრის სიგრძის და 80-140 კილომეტრის სიგანის. ის ღრმავდება ნორვეგიის სანაპიროს გასწვრივ და ნორვეგიის ტრანშთან 700 მეტრს აღწევს. სკაგერაკის გასწვრივ მდებარეობს რამდენიმე ნორვეგიული და შვედური პორტი: ოსლო, კრისტიანსენი, უდევალა, შტრომშტადი.

მანძილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციამ სკაგერაკის საზღვრები შემდეგნაირად განსაზღვრა:[3]

სამხრეთით. ხაზი გრძელდება ჰანსტოლმამდე (57°07′ ჩ. გ. 83°06′ ა. გ. / 57.117° ჩ. გ. 83.100° ა. გ. / 57.117; 83.100) და ლინდესნესამდე 58° ჩ. გ. 7° ა. გ. / 58° ჩ. გ. 7° ა. გ. / 58; 7).

სამხრეთ-აღმოსავლეთით. კატეგატის ჩრდილოეთ საზღვარი (სკაგენთან, დანიის უკიდურესი ჩრდილოეთი 57°54′ ჩ. გ. 11°27′ ა. გ. / 57.900° ჩ. გ. 11.450° ა. გ. / 57.900; 11.450).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nudansk Ordbog (1993), 15th edition, 2nd reprint, Copenhagen: Politikens Forlag, entry Skagerrak.
  2. Den Store Danske Encyklopædi (2004), CD-ROM edition, Copenhagen: Gyldendal, entry Skagerrak.
  3. Limits of Oceans and Seas, 3rd edition. International Hydrographic Organization (1953). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 6 February 2010.