სიცილიის სრუტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიცილიის სრუტის მდებარეობა

სიცილიის სრუტე[1][2]სრუტე კუნძულ სიცილიასა და ტუნისს შორის. მისი სიგანე დაახლოებით 145 კმ-ია და გამოჰყოფს ტირენიისა და დასავლეთ ხმელთაშუა ზღვას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისგან. მაქსიმალური სიღრმეა 316 მეტრი.

სიღრმის დინებები სრუტეში აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიემართება, ხოლო ზედაპირის სიახლოვეს არსებული დინება საწინააღმდეგო მხარეს. წყლის ეს უჩვეულო დინება ოკეანოგრაფების ინტერესის საგანია.

სრუტის შუაში მდებარეობს კუნძული პანტელერია.

ინგლისურში ამ სრუტეს არ გააჩნია ერთი, შეთანხმებული სახელი. ზოგჯერ მას სიცილიის არხს ან პანტელერიის არხსაც უწოდებენ. იტალიურად კი კანალე-დი-სიცილიას (Canale di Sicilia) ან სტრეტო-დი-სიცილიას (Stretto di Sicilia).

ფრანგულში მას კაპ ბონის არხს (Cap Bon Channel) ან კელიბიის არხს (Kélibia Channel) უწოდებენ. კებილია (არაბ. قليبية) ტუნისის რეგიონია, რომელიც სრუტის სამხრეთ კიდესთან მდებარეობს, კეიპ-ბონი კი ნახევარკუნძული, რომელიც ტუნისიდან ხმელთაშუა ზღვაში იჭრება სიცილიის მიმართულებით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Strait of Sicily, Britannica Atlas, Encyclopædia Britannica, Chicago (U.S.A.), 1989. Page 36, Geographic coordinates 37.20N 11.20E.
  2. Scott C. Truver (1980), The Strait of Gibraltar and the Mediterranean, Springer, 1st edition.