სირანო დე ბერჟერაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სავინიენ სირანო დე ბერჟერაკი (დ. 6 მარტი, 1619, პარიზი — გ. 28 ივლისი, 1655, სანუა) — ფრანგი მწერალი, მატერიალისტური ფილოსოფიის მიმდევარი, ფრონდის და ლიბერტინაჟის თანამოაზრე. 1654 წელს გამოაქვეყნა „სხვადასხვა ნაწარმოებები“, რომელშიც გაერთიანდა მაზარინის პოლიტიკის განმაქიქებელი „სატირული წერილები“, სქოლასტიკური აღზრდის წინააღმდეგ მიმართული კომედია „გამასხარავებული პედანტი“ და რელიგიური ფანატიზმის მამხილებელი ტრაგედია „აგრიპინას სიკვდილი“. ბერჟერაკი ავტორია სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანებისა, რომლებიც მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა: „სხვა სამყარო ანუ მთვარის სახელმწიფოებისა და იმპერიების კომიკური ისტორია“ (1657) და „მზის სახელმწიფოებისა და იმპერიების კომიკური ისტორია“ (1662). მის სახელთანაა დაკავშირებული მრავალი ლეგენდა. მის შესახებ შექმნილია პიესა „სირანო დე ბერჟერაკი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]