სინანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სინანო
სიგრძე 367 კმ
აუზის ფართობი 11 900 კმ²
სინანო ვიკისაწყობში

სინანო, სინანო-გავა (იაპონ. 信濃川) — იაპონიის უგრძესი მდინარე. სიგრძე 367 კმ, აუზის ფართობი 11 900 კმ². წარმოიქმნება მდინარეების საისა და ძიკუმის შეერთების შედეგად. მიედინება ჩრდილოეთ-ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და ქალაქ ნიიგატის სიახლოვეს ერთვის იაპონიის ზღვას. სანაოსნოა დაახლოებით 75 კილომეტრზე მცირე გემებისათვის. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 624 მ³/წმ, წყალმცირობისას — 340 მ³/წმ, ხოლო წყალდიდობისას — 5000 მ³/წმ-მდე. ქვემოთში ვაკეა, რომელიც მეტად ნაყოფიანია. აქვე მოჰყავთ ბრინჯი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]