სიმონ კიმბანგუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმონ კიმბანგუ
მშობლიური სახელი Simon Kimbangu
დაბადების თარიღი 12 სექტემბერი, 1887
ნკამბა, ცენტრალური კონგო, კონგოს დრ
გარდაცვალების თარიღი 12 ოქტომბერი, 1951
ლუბუმბაში, კონგოს დრ
დაკრძალულია ნკამბა
ეროვნება კონგოელი
რელიგია კიმბანგიზმი

სიმონ კიმბანგუ (ფრანგ. Simon Kimbangu; დ. 12 სექტემბერი, 1887, ნკამბა, კონგოს დრ — გ. 12 ოქტომბერი, 1951, ლუბუმბაში, კონგოს დრ) — პროტესტანტი მღვდელი ბელგიის კონგოდან, კიმბანგიზმის რელიგიური სექტის დამფუძნებელი. მან XX საუკუნის 20-იან წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა აფროქრისტიანიზმიდან წარმოშობილი ახალი მიმდინარეობის მიმდევრებს შორის.

სიმონ კიმბანგუ დაიბადა სოფელ ნკამბაში 1887 წელს. 1915 წელს, როგორც რელიგიური ლიდერის ვაჟმა, მიიღო ბაპტიზმი. 1921 წელს დააარსა კიმბანგიზმის რელიგიური მიმდინარეობა. 1921 წლის ოქტომბერში მან განაცხადა, რომ ზეციდან დაეშვებოდა ცეცხლი, რომელიც გაანადგურებდა ყველა თეთრ კოლონიზატორს. ამავე წელს, მან საკუთარი თავი „შავ იესოდ“ გამოაცხადა, რომელიც გაათავისუფლებდა აფრიკას კოლონიზატორთა ბოროტებისაგან. იგი უარს აცხადებდა დამორჩილებოდა თეთრკანიანების კანონებს და გადაეხადა გადასახადები.

კიმბანგუ ბელგიის კონგოს ხელისუფლებამ დააპატიმრა და მიუსაჯეს სიკვდილი, თუმცა მოგვიანებით იგი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. 30 წელი იგი ციხეში იჯდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მისმა მიმდევრებმა იგი წინასწარმეტყველად გამოაცხადეს.

1990 წლის მონაცემებით მისი დაარსებული ეკლესიის მიმდევარია 5 მლნ ადამიანი, საიდანაც 4 მლნ ცხოვრობს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ხოლო 1 მლნ მეზობელ ქვეყნებში[1]. თანამედროვე პერიოდში (2000 წ.) კიმბანგიზმის მიმდევართა საერთო რაოდენობა 6,5 მლნ-მდეა გაზრდილი[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Мишель Малерб. Современный протестантизм // Религии человечества = Les religions de l'Humanité. — М., Спб: Рудомино, Университетская книга, 1997. — С. 161-162. — 600 с. — ISBN 5-7380-0049-8.
  2. Religious Bodies of the World with at Least 1 Million Adherents. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-05. ციტირების თარიღი: 2016-12-22.