სიმონ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმონ II
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1619
მმართ. დასასრული: 1630/1631
წინამორბედი: ბაგრატ VII
მემკვიდრე: თეიმურაზ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1610
გარდ. თარიღი: 1630/1631
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ბაგრატ VII
დედა: ანა

სიმონ II, სიმონ-ხანი (გ. 1630 ან 1631) — ქართლის ხანი (ქართული წყაროებით — მეფე) 1619-1630/1631. ირანში გაზრდილი, მაჰმადიანი, ბაგრატ VII-ის (ბაგრატ-ხანი) ძე. მცირეწლოვანი სიმონ II ქართლის ხანად დანიშნა ირანის შაჰმა აბას I-მა და მრჩევლად დაუყენა გიორგი სააკაძე, რომელიც ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი გახდა. 1625 მარტში, გ. სააკაძის მეთაურობით ირანის წინააღმდეგ აჯანყების დროს, სიმონ II ყიზილბაშებთან ერთად თბილისიდან გაიქცა და აღჯაყალის ციხეში (ახლანდელი მარნეულის რაიონი) ჩაიკეტა. ქართლ-კახეთში თეიმურაზ I გამეფდა. მარაბდის ბრძოლის (1625 ივლისი) შემდეგ შაჰმა სიმონ II აღადგინა ქართლის ხანად, მაგრამ მისი ხელისუფლება მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლზე ვრცელდებოდა, ქართლის დანარჩენ ნაწილს თეიმურაზ I ფლობდა. ბაზალეთის ბრძოლის (1626) შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლაში თეიმურაზ I შეუთანხმდა ზურაბ არაგვის ერისთავს და მოაკვლევინა სიმონ II.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გუჩუა ვ., ქსე, ტ. 9, გვ. 352, თბ., 1985


წინამორბედი:
ბაგრატ VII
ქართლის მეფეები
16191630/1631
შემდეგი:
თეიმურაზ I